ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1411        EUR 3.6531        GBP 4.3234        RUB 4.4252        UAH 1.1991        AZN 1.8459        AMD 6.5713      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რესტრუქტურიზაცია ლარის ყოველ მე-14 და ევროს ყოველ მე-3 სესხს დასჭირდა
22 სექტემბერი, 2021, 20:15
რესტრუქტურიზაცია ლარის ყოველ მე-14 და ევროს ყოველ მე-3 სესხს დასჭირდა

თბილისი (GBC) საბანკო სექტორში გაპრობლემებული სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული.  სებ-ი მსესხებლის გადახდისუნარიანობის გაუმჯობესების ტრენდზე აცხადებს, საბანკო ასოციაცია კი ვადაგადაცილებების 8 თვეში განლევას პროგნოზირებს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ბიზნეს ფორმულაზე  განაცხადა, რომ პიკი გადავლილია. გაუმჯობესება მარტიდან შეინიშნება. მისივე  თქმით გადაცილებების მასშტაბი რესტრუქტურიზებამ და საშეღავათო პერიოდებმა შეაკავა. იყო სირთუილეები -  16%-მდე გაიზარდა რესტრუქტურიზებები, გაცილებით მაღალ კოეფიციენტზე გავიდა სავალუტო პორტფელი.

ევროში დენომინირებული  ყოველი მე-3 სესხი რესტრუქტურდა, როცა რესტრუქტურიზაცია ლარის ყოველ მე-14 სესხს დასჭირდა. შესაბამისად მსესხებელს კრედიტი უფრო გაუძვირდა და პროპორციულად, ლარის მსესხებელზე უფრო მეტ სავალუტო მსესხებელს. თუმცა, მიზეზი, მხოლოდ დოლარიზაცია არის. ანალიტიკოსები სხვა ინდიკატორზეც მიანიშნებენ. სავალუტო სესხის ბენეფიციარი სწორედ ის სექტორია, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, სასტუმრო -სარესტორნო ბიზნესი.

პანდემიის წინაშე ყველაზე არამდგრადი მაინც ლარი სასესხო განაკვეთი აღმოჩნდა. სამომხმარებლო კრედიტი, ლარში, პანდემიამდე 13%-დან გაიცემოდა, პანდემიაში 14.6%-დან  გაიცემა.

ევროს სესხმა პანდემიაში, პანდემიამდელი 6.7% შეინარჩუნა. შენარჩუნდა 200 000 ლარიანი ზღვარიც (55 000 ევრომდე  ევროში აღება იზღუდება).

ბანკები პორტფელის (>₾1 მლრდ) დოლარიზაციით  /01.09.2021/

000                         %   

 

 

თიბისი

15,277,707               53.4

 

 

საქართელოს ბანკი

14,431,938                 56

 

 

ლიბერთი

1,849,349                   12

 

 

 

ვითიბი

1,849,349                   41

 

 

პროკრედიტ ბანკი

1,340,363                   73

 

 

კრედო

1,196,364                    9

 

 

ბაზისბანკი

1,100,900                  53.5

 

 

ქართუ

1,008,297                   68

 

 

ყარო: კომერციული ბანკები

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები