ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ჯეო ქონსთრაქშენი ფართოვდება
21 ოქტომბერი, 2021, 11:28
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ჯეო ქონსთრაქშენი ფართოვდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ბიზნესპროექტების განხორციელებასა და  მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“  ახალ მიმართულებას ავითარებს.  

 განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია  წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.

 პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად საქართველოს ბანკის მხრიდან დაფინანსდა.

 „მოხარული ვართ რომ ბანკმა, როგორც სანდო პარტნიორმა, გამოგვიცხადა ნდობა და ხელი შეგვიწყო, წამოგვეწყო ახალი მიმართულებით საქმიანობა. ამ ეტაპზე საწარმოს წარმადობა  საათში 60 კუბია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ციფრს მნიშვნელოვნად გავზრდით. აქტიურად ჩავერთვებით  ქარელის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე  შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებში, რაც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა,  არჩილ წიწვიანიძემ.

 „სასიამოვნოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში ბიზნესების გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, განახორციელოს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში გააძლიეროს და გააჯანსაღოს ქვეყნის ეკონომიკა“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები