ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა კოვიდის სამართავად, 10 მლნ-ის Nadroparin Calcium-ს ყიდულობს
მარიამ მინაძე
14 იანვარი, 2022, 18:49
მთავრობა კოვიდის სამართავად, 10 მლნ-ის Nadroparin Calcium-ს ყიდულობს

თბილისი (GBC) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებული ტენდერით აუქციონის გარეშე Nadroparin Calcium-ის (3 800სე ანტი-Xa/0.4მლ 0.4მლ) შესყიდვას აპირებს.

კერძოდ, 740,185 ცალი მზა შპრიცის, ერთეულის ღირებულებით,  არაუმეტეს 13.9 ლარი.

წინადადებების მიღება 17 იანვარს, 1 დღით უნდა გამოცხადდეს, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 10.3 მლნ ლარია. 

Nadroparin Calcium -ი ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებაა და კოვიდის მართვაში გამოიყენება, რაც კლინიკებს უფასოდ ურიგდებათ.

ჯანდაცვის ექსპერტები კოვიდ პანდემიის მართვისთვის, უფასო მედიკამენტების არაკეთილსინდისიერ გაყიდვაზე აცხადებენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ კლინიკები არ კონტროლდება.

კონსოლიდირებული შესყიდვის მიხედვით, მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა მწოდების თარიღიდან არანაკლებ 12 თვე უნდა იყოს.

მიწოდება კი განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში და ქ. გორში მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში, სხვა მისამართებზე მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის განმავლობაში. მაღალმთიან რეგიონებში, სეზონურობიდან გამომდინარე, რთული კლიმატური პირობებისას მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.

სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია 2022 წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტების შესასყიდად გამოცხადდეს 183 ერთეული კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონების გარეშე.

ცნობისთვის, 2020 წლის Nadroparin Calcium-ის (ფრაქსიპარინი) კონსოლიდირებულ ტენდერში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან, 2021 წლის იანვრის ბოლომდე მოქმედებდა, გამარჯვებული ავერსი ფარმა იყო (146,200 ლარით), თუმცა შესრულება ბოლო ორ კვარტალში 85,000 ლარიდან მხოლოდ 38,760 ლარი იყო.

ავერსის საცალო ქსელში 1 შპრიცი ფრაქსიპარინის ღირებულება დღეს  ფასდაკლებით 15.3 ლარია (ფასდაკლების გარეშე 20.7 ლარი). ხოლო, მაგალითად პსპ-ს ქსელში ფასდაკლებით 14.5 ლარი (ფასდაკლების გარეშე 20.1 ლარი). 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები