ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7141        EUR 2.7662        GBP 3.2835        RUB 4.5071        UAH 0.7349        AZN 1.6007        AMD 6.6998      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
G&T: 120 000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან
18 მაისი, 2022, 16:13
G&T: 120 000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან

თბილისი (GBC) - 2022 წლის აპრილში საქართველოს 214,644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39.0%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა (წინა თვეში - 48.5%). საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის მონაცემებით, ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის მხოლოდ 16.0% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო.

ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.

აპრილში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობდა თურქეთი (ჯამური რაოდენობის 16.8%), შემდეგ მოდის რუსეთი (15.6%) და სომხეთი (15.0%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%-ია (წინა თვეში - 71.3%).

„ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე - ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა 2022 წლის აპრილში. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა - ვიზიტორები და შემოსავლები - ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს. ტურიზმის შემოსავლების 19.3% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის აპრილში, შემდეგ მოდის ბელარუსი (ჯამურის 14.9%), ისრაელი (11.1%), ევროკავშირი (11.0%) და უკრაინა (10.3%).“ - განმარტავენ galt&Taggart-ში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები