ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: სებ-მა გადაწყვიტა, თავისი გადაწყვეტილებები ინფლაციის მხარეზე გადაეხარა
19 მაისი, 2022, 18:07
გვენეტაძე: სებ-მა გადაწყვიტა, თავისი გადაწყვეტილებები ინფლაციის მხარეზე გადაეხარა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა (Regional Economic Outlook) გამოაქვეყნა. მიმოხილვა იკვლევს იმ ძირითადი პრობლემების გავლენას ეკონომიკაზე, რომლის წინაშეც დგას რეგიონი. ამასთან, მიმოხილვაში მოცემულია სსფ-ის ბოლოდროინდელი პროგნოზი და ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს გაუმკლავდნენ არა მხოლოდ მოკლევადიან გამოწვევებს, არამედ შექმნან მყარი საფუძველი ტრანსფორმაციული აღდგენისთვის.

 

19 მაისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეებთან ერთად აღნიშნული კვლევის შესახებ ისაუბრა. მან მიმოიხილა რეგიონის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა ინფლაციასა და აშშ - ის  მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ზეგავლენაზე.

 

"ახალმა რეალობამ ინფლაციის ომამდელი პროგნოზების აღმავალი მიმართულებით გადასინჯვა გამოიწვია. გლობალური მასშტაბით მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის გაუარესების გამო, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე საწვავისა და სურსათის ფასებმა მკვეთრი მატება განიცადა, რაც საქართველოში სამომხმარებლო ფასების მატებაზე უკვე აისახა. მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში მაღალი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ მოსალოდნელია კაპიტალის შემოდინებაზე, ინვესტიციებსა და ობლიგაციების შემოსავლიანობაზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს, ზეწოლა იქონიოს რეგიონის ადგილობრივ ვალუტაზე, ხელი შეუწყოს საპროცენტო განაკვეთების ზრდას და ეკონომიკის აღდგენის ტემპის შენელებას. ასეთი არჩევანის წინაშე ვართ. თუმცა, რადგან ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანი ამოცანაა და იმის გათვალისწინებით, რომ თუ ინფლაციის მოლოდინები ვეღარ იქნება კონტროლის ქვეშ, დისინფლაციის ხარჯი მაღალი იქნება, სებ-მა გადაწყვიტა, თავისი გადაწყვეტილებები ინფლაციის მხარეზე გადაეხარა და მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა, თუნდაც ამას შედეგად ადგილობრივი სუბიექტებისთვის დაფინანსების პირობების გამკაცრება ან კრედიტის გაძვირება შეიძლება მოჰყოლოდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები