ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0465        EUR 3.4221        GBP 3.7947        RUB 4.2811        UAH 1.1241        AZN 1.7921        AMD 6.2887      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, რა შედეგია აქვს საქართველოს
12 დეკემბერი, 2016, 17:40
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, რა შედეგია აქვს საქართველოს

თბილისი (GBC) - საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, 15 რესპუბლიკას შორის საქართველო მოსახლეობის 1 სულზე ეკონომიკის  მოცულობით მეცხრე ადგილზეა.

საინტერესო სტატისტიკას ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

რიცხვებით ლიდერი ესტონეთია, ამ ქვეყანაში 2015 წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 28 600 დოლარი იყო, ვალი მშპ-სთან მხოლოდ 9% შეადგენს,  სექტორების მიხედვით დასაქმებულთა  წილში მომსახურება ლიდერობს 68%-ით, მრეწველობაში 28 %-ია დასაქმებული, სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 2%. ამასთან გზავნილების წილი ეკონომიკაში ასევე მხოლოდ 2%-ია.

განსხვავებულია ვითარება მე-9 ადგილზე მყოფ საქართველოში. 2015 წლისთვის მშპ 1 სულ მოსახლეზე 9600 აშშ დოლარია, ვალი მშპ-ს 41% შეადგენს და გზავნილების წილი ეკონომიკაში 9% აღწევს.

რადიკალურად განსხვავდება დასაქმებულთა წილი სექტორების მიხედვითაც. დასაქმებულთა 56% სოფლის მეურნეობაზე მოდის, 35% მომსახურებაში, 9% მრეწველობაში. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმების ასეთი მაღალი წილი არც ერთ სხვა ქვეყანაში ფიქსირდება.

რეიტინგი კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის, რომ წარმატებულ ქვეყნებში ძირითადი სამუშაო ადგილები მომსახურებაშია და ყველაზე ნაკლები სოფლის მეურნეობაში.

რეიტინგი

ქვეყანა

მშპ/ 1 სულზე

ვალი /მშპ

ურბანიზაცია

მომსახურება

მრეწველობა

სოფლის მეურნეობა

გზავნილები  ეკონომიკაში

ესტონეთი

28 600

9%

67%

68%

28%

4%

2%

ლიტვა

28 400

45%

67%

72%

20%

8%

3%

ლატვია

24 700

36%

67%

67%

24%

9%

5%

რუსეთი

25 400

9%

74%

63%

28%

9%

1%

ყაზახეთი

24 300

24%

53%

62%

12%

26%

0%

აზერბაიჯანი

18 000

20%

55%

50%

12%

38%

3%

ბელორუსი

17 700

48%

77%

58%

33%

9%

1%

თურქმენეთი

16 400

0%

50%

38%

14%

48%

0%

საქართველო

9600

41%

54%

35%

9%

56%

9%

სომხეთი

8500

49%

63%

44%

17%

39%

14%

უკრაინა

7500

79%

70%

68%

26%

6%

6%

უზბეკეთი

6100

8%

36%

61%

13%

26%

5%

მოლდოვა

5000

40%

45%

58%

12%

30%

23%

ყირგიზეთი

3400

69%

36%

40%

12%

48%

26%

ტაჯიკეთი

2700

7%

27%

43%

11%

46%

29%

 

წყარო. www.cia.gov

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები