1793347106
ნინო ჯელაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფაქტორინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები დაფინანსების წყაროდ გამოიყენონ და გადახდის მოლოდინის პერიოდში საჭირო საბრუნავი კაპიტალი უფრო სწრაფად მიიღონ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს ფულადი ნაკადების მართვის გაუმჯობესებას, მომწოდებლებთან ანგარიშსწორებასა და ბიზნესის გაფართოებას.„ეროვნული ბანკის მიზანია საქართველოში ფაქტორინგი დაფინანსების პრაქტიკულ და სანდო წყაროდ აქციოს. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, დავეხმაროთ ბიზნესს საბრუნავი კაპიტალის უფრო ეფექტიანად მართვაში, გავაფართოოთ შესაძლებლობები ფინანსური სექტორისთვის და ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა რომ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2026 წლის 6 აპრილს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელმაც ბაზრის განვითარების სამართლებრივი საფუძველი შექმნა. მისი შეფასებით, ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.“საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტორინგის ბაზრის განვითარებაზე მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აგრძელებს. მათ შორისაა ფაქტორინგის კომპანიებისა და პლატფორმების საქმიანობის მარეგულირებელი წესების მომზადება, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორისა და ბიზნესის ინფორმირებულობის გაზრდა”, - განაცხადა მან.ნინო ჯელაძემ ასევე ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, სამართლებრივი და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნასთან ერთად, ფაქტორინგის ბაზრის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი კომპეტენცია და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები.„ვაჭრობის დაფინანსების მომავალი: ფაქტორინგი და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება“ - ღონისძიება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციისა და ფაქტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (FCI) ორგანიზებით იმართება, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
1793366524
დოკუმენტს - ოქმს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა / იფექ იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ხელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა მოაწერეს.შეთანხმებული ოქმის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო ტვირთბრუნვის ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის შემდგომი განვითარებაა.დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას. ეს უზრუნველყოფს საზღვრის კვეთის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებას, უწყებებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხო, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას.გაფორმებული ოქმი ეფუძნება 2021 წლის 29 სექტემბერს ბაქოში ხელმოწერილ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ, რომელიც ახალი ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის შექმნასა და მისი ოპერირების ძირითადი პრინციპების განსაზღვრას ითვალისწინებდა.
1793363920
რეზო შმერცმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო საერთაშორისო შეხვედრებისა და ფინანსური კავშირების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობებს ფლობს. ქვეყნის სტუმართმოყვარეობა, ბუნება, კულტურა და ხელსაყრელი გარემო ქმნის წინაპირობებს, რომ საქართველო არა მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი, არამედ რეგიონული ფინანსური ჰაბიც გახდეს.BR Capital-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და საქართველოს ფინანსური სექტორის შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მარეგულირებლის მზაობას, მოუსმინოს კერძო სექტორს და დროულად უპასუხოს ბაზრის საჭიროებებს.„საქართველოს ჰყავს ძალიან მეგობრული და პროგრესული მარეგულირებელი, რომელიც ყოველთვის უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და სწრაფად რეაგირებს ფინანსური სექტორიდან წამოსულ საჭიროებებზე. შესაბამისად, ფინანსური ინოვაციების განვითარება და პროცესების ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდისთვის, ისე ბიზნესის სხვა სექტორებისთვის", - განაცხადა რეზო შმერცმა.მისივე თქმით, საქართველო აქტიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და ქმნის ინოვაციებისთვის შესაბამის მარეგულირებელ გარემოს, მათ შორის რეგულირების ექსპერიმენტული ჩარჩოებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში მან ციფრული ლარის პროექტი და ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება გამოყო.„საქართველო ინოვაციების წინა ხაზზეა, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, ეხმარება მარეგულირებელ ლანდშაფტს, სენდბოქსებს. ყველა ეს პროცესი საქართველოში სწრაფად ვითარდება, თუმცა ამავდროულად უსაფრთხოდ და სათანადო რეგულირების პირობებში. ციფრული ფინანსების სამყაროში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება და მოხარული ვართ, რომ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო კონფერენცია სწორედ საქართველოში ტარდება. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება", - აღნიშნა რეზო შმერცმა.BR Capital-ის დამფუძნებელმა სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ტრანსსასაზღვრო ფინანსური ინოვაციები შუა დერეფანში", რომლის ფარგლებშიც განიხილეს შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, მარეგულირებელი ჩარჩოების დაახლოება, ციფრული იდენტიფიკაციისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობის გამარტივების შესაძლებლობას მისცემს, თითოეული ქვეყნის კანონმდებლობისა და მომხმარებელთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულმა, რიგით მეორე „თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.
1793363603
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ქართულ კომერციულ ბანკებსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ინსტიტუტს შორის კავშირების განვითარებასა და ტრანსსასაზღვრო საბანკო მომსახურების შესაძლებლობებზე.ჩინური მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ კომერციულ ბანკებთან, რომელთა მიზანი სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განხილვა იყო.შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას Bank of China-სთან, რომელიც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) ინვესტორებთან დაკავშირებულ გენერალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩინეთის ფინანსურ ბაზარზე საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას. შეთანხმების საფუძველზე Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას გაუფართოებს. ამასთანავე, მხარეებმა ხელი მოაწერეს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულებას (ISDA - International Swaps and Derivatives Association), რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო და საპროცენტო განაკვეთის დერივატივებზე წვდომას გაუფართოებს. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს სებ-ის საერთაშორისო რეზერვებში არსებული სავალუტო და საპროცენტო რისკების უფრო ეფექტიან მართვას.ISDA ხელშეკრულება ასევე გააძლიერებს CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ჩინური იუანის საინვესტიციო პორტფელის მართვის მეტ მოქნილობას.„საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ფინანსური კავშირების გაძლიერება და თანამედროვე საბანკო მომსახურების განვითარება ახლდეს თან. Bank of China-სთან თანამშრომლობის გაღრმავება ქართულ კომერციულ ბანკებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საერთაშორისო საბანკო ქსელთან ურთიერთობის, ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და ანგარიშსწორების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ და ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის განვითარებას და ზოგადად საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო კავშირების გაფართოებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.იან ჯუნის განცხადებით, Bank of China დაინტერესებულია საერთაშორისო ფინანსური კავშირების გაძლიერებით და მზად არის, ქართულ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილოს.„საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ქართულ კომერციულ ბანკებთან პირდაპირი დიალოგი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავეცნოთ მათი საქმიანობის სპეციფიკას, განვიხილოთ არსებული საჭიროებები და გამოვავლინოთ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს შორის საქმიანი კავშირების განვითარებას და ფინანსური მომსახურების სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა იან ჯუნმა.Bank of China ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტია და საერთაშორისო მასშტაბით ფართო ქსელით ოპერირებს. ბანკი 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, ჩინეთის კონტინენტური ნაწილის მიღმა 64 ქვეყანაში და რეგიონში იყო წარმოდგენილი, რაც მას საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებისა და ფინანსური მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს.“თბილისის ფინანსური სამიტის” ფარგლებში გამართული შეხვედრები ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ფინანსურ სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული კომერციული ბანკებისთვის ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო ფინანსური კავშირების გაფართოებას.
1793360882
სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის თანაორგანიზებით გაიმართა და ფინანსური სექტორის ლიდერებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური ბაზრების განვითარება, კაპიტალის ბაზრის ახალი შესაძლებლობები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა იყო.გიორგი კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღო AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ფინანსურ სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ბაზრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში, გიორგი კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.გალტ & თაგარტი როგორც პირველი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს.(R)
1793360316
თავდამსხმელმა სერვისულ კონტეინერზე წვდომა მოიპოვა და თანხების გატანის ტრანზაქციები წამოიწყო. ამასთან, ბირჟის განცხადებით, საფულეების პრივატული გასაღებების გაჟონვის რაიმე მტკიცებულება არ აღმოჩენილა.წინასწარი შეფასებით, საერთო ზარალი დაახლოებით $6.3 მილიარდს შეადგენს. Binance ბლოკჩეინ-პარტნიორებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს დაზარალებული აქტივების დასაბლოკად, ამ ეტაპზე ქსელში უკვე გაყინულია დაახლოებით $3 მილიარდი.ანალიტიკური კომპანია TRM Labs-ის მონაცემებით, თანხის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იქნა მოპარული: Ethereum (ETH): ყველაზე დიდი დანაკარგი - დაახლოებით $3.79 მლრდ Bitcoin (BTC): გაყვანილია $1.47 მლრდ-ის ექვივალენტი Tron (TRX): დაახლოებით $628 მლნ თავდასხმა ასევე შეეხო XRP Ledger-ის, Solana-ს, Arbitrum-ის, Avalanche-ისა და სხვა ქსელების აქტივებს.Binance-ის ცნობით, მომხმარებელთა თანხები უსაფრთხოდაა, ხოლო კომპანია ყველა ზარალს SAFU-ს (მომხმარებელთა აქტივების უსაფრთხოების ფონდი) ფონდისა და საკუთარი სახსრების ხარჯზე სრულად დააფარავს. უსაფრთხოების ღონისძიებების დასრულების შემდეგ ბირჟა განახლებულ Proof of Reserves ანგარიშს გამოაქვეყნებს.პრევენციის მიზნით, Binance-მა დროებით შეაჩერა დეპოზიტებისა და თანხების გატანის ოპერაციები, გააუქმა დაზარალებული მისამართის ავტორიზაცია და ჩართო სამართალდამცავი ორგანოები მოპარული აქტივების მიკვლევისა და დაბრუნების პროცესში.
1793356461
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156494
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931












