GE EN
სხვა სიახლეები
მშენებლობის ღირებულების ინდექსი იანვარში 4%-ით შემცირდა

მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7%-ით სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი შემცირებით, რამაც -4.38 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით.ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.8 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.82 და 0.31 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24%-ით.

1773040846

ირანთან დაძაბულობის ფონზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა — Brent ბა...

თბილისის დროით დაახლოებით 11:00 საათის მდგომარეობით, საერთაშორისო ეტალონური მარკა Brent დაახლოებით 114–119 დოლარის დიაპაზონში ივაჭრება ბარელზე, რაც ერთ დღეში დაახლოებით 23–26%-იან ზრდას ნიშნავს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღიურ ზრდას ბოლო წლებში.ამავე პერიოდში ამერიკული West Texas Intermediate (WTI) ნავთობი გაიზარდა დაახლოებით 118 დოლარამდე ბარელზე, რაც ასევე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.ბაზრის მკვეთრი რეაქცია დაკავშირებულია ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ ვითარებასთან, რომლის გავლით ყოველდღიურად გადიოდა მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20%. ნებისმიერი შეფერხება ამ სტრატეგიულ მარშრუტზე მნიშვნელოვნად ამცირებს გლობალურ მიწოდებას და ზრდის ფასებს.მდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მსხვილმა მწარმოებელმა ქვეყანამ — მათ შორის ერაყმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა — შეამცირეს ექსპორტი ან წარმოება ლოგისტიკური პრობლემებისა და უსაფრთხოების რისკების გამო.ენერგეტიკული ბაზრების რყევამ უკვე გამოიწვია ფართო ეკონომიკური ეფექტი. აზიის საფონდო ბირჟებზე ინდექსები მკვეთრად დაეცა, ხოლო ენერგეტიკული კომპანიების აქციები გაიზარდა. ამავე დროს, ინვესტორები ელოდებიან, რომ მაღალი ენერგეტიკული ფასები გააძლიერებს ინფლაციურ ზეწოლას მსოფლიო ეკონომიკაზე.ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდება და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანზიტი კიდევ უფრო შეიზღუდება, საერთაშორისო ბაზარზე ფასებმა შეიძლება 120 დოლარსაც გადააჭარბოს და უახლოეს კვირებში მაღალი რყევები შენარჩუნდეს.ენერგეტიკული ბაზრების მონაწილეები ახლა ყურადღებით აკვირდებიან სამხედრო და დიპლომატიურ პროცესებს ახლო აღმოსავლეთში, რადგან ნებისმიერი ახალი შეტევა ან ტრანსპორტირების შეფერხება შეიძლება კვლავ სწრაფად აისახოს ნავთობის ფასებზე.

1773040698

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

ეს მრავალფეროვნება და გრანდიოზული ფასდაკლება ძალიან ამარტივებს ქალთა დღეების საჩუქრების შეძენას. მსოფლიოში ცნობილი 100-ზე მეტი ბრენდის პროდუქტებიდან სასურველს ადვილად იპოვი, მაგრამ ყველას ერთად ხომ არ უყიდი; საკითხი დგება, რომელი უფრო სჭირდება ქალს: შრატი თუ სახის ნიღაბი? სახის ნიღაბი თუ ტუში? ბალზამი თუ კონდიციონერი? კონდიციონერი თუ თმის ზეთი? კოლაგენი თუ ვიტამინი? CC კრემი თუ კონსილერი...და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კოსმეტიკა თუ ყვავილები, სუნამო თუ  სამკაული, თუ…-ზე იმტვრევდა თავს, აღმოჩნდა, რომ ქალების უდიდეს ნაწილს სინამდვილეში მეტი გამოძინება, სამსახურის მერე დასვენება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ოჯახში ზრუნვის გადანაწილება, სქესის განურჩევლად დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობა, ქალებზე სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, პროფესიების სქესის მიხედვით არდაყოფა, მისი არა, რომ არად ისმოდეს და მემკვიდრეობის თანაბარი განაწილება სჭირდებათ.„ეს ერთგვარი აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რომელიც PSP-ს კომუნიკაციას მუდამ თან სდევს - გამბედაობა გავუსწოროთ თვალი რეალობას შეულამაზებლად, დავფიქრდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ PSP-ში. 

1772952600

მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში 809 აბი ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინ...

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი - 809 აბი მედიკამენტი.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

1772876760

₾500–მდე ქეშბექი CT მოლში - SOLO-ს 7 მარტი

ეწვიეთ სითი მოლს და შეარჩიეთ თქვენთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი სხვადასხვა კატეგორიაში: ტანსაცმელი, პარფიუმერია, აქსესუარები, ტექნიკა და სხვა.შეთავაზება ვრცელდება 50-ზე მეტ მაღაზიაში

1772812350

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

მომხმარებელი ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა ბენეფიტს მიიღებთ.6, 7 და 8 მარტს შეიძინეთ სამზარეულოს ინვენტარი BergHOFF-ში, გადაიხადეთ PLUS ბარათით და მიიღეთ 20% ქეშბექი. (მაქსიმუმ 200 ლარი)8 მარტს,  Beko -ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მიიღეთ 20% ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი).8 მარტს, Wolt+-ის მომხმარებლები Wolt-ის შერჩეულ კატეგორიებში PLUS ბარათით გადახდისას მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ Wolt-ის ანგარიშზე.შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ Wolt+ მომხმარებლებზე, არ მოქმედებს pick-up შეკვეთებზე და wallet-ით გადახდისას.შეთავაზების და შერჩეული კატეგორიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.10, 11 და 12 მარტს კი Pharmadepot-სა და GPC-ში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე მომხმარებლებს 30 ლარი დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით.შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის ყველა ფიზიკური პირის ბარათზე როგორც ფიზიკურ ფილიალებში, ასევე ონლაინ. ფიზიკურ ფილიალებში გადახდა შესაძლებელია როგორც wallet-ით, ისე ფიზიკური ბარათით, ხოლო ონლაინ - მხოლოდ ბარათის მონაცემების შეყვანით.საკრედიტო AmEx ბარათით  გადახდისას მიიღეთ MR ქულების ქეშბექი:

1772804700