GE EN
სხვა სიახლეები
საქართველო აზერბაიჯანი-ბულგარეთი-თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შე...

მიზანი სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.ხელმოწერის ცერემონია ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

1794322680

საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვი...

პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.(R)

1794319374

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნო...

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის  განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს  განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება - BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.  BTU-სთან თანამშრომლობა  საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“.საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება.ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“.ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ.პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.(R)

1794314079

აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებები: აშშ და ევროპა ომის შემდგომი უსაფრ...

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფისა და ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ იდენტურ განცხადებებში აღნიშნულია, რომ უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები ამერიკულ მხარეს დაეთანხმნენ იმ საკითხში, რომ „არსებითია ომის შემდგომი უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარება“ და რეგიონში „კონფლიქტის რისკების შემცირება“.„საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთგამაძლიერებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც განამტკიცებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის ნდობას მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის. ხანგრძლივ მშვიდობაზე ცენტრალურ აქცენტთან ერთად, დისკუსია შეეხო იმას, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტები და შეთანხმებები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებებში.აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების პირდაპირ შეხვედრამდე ჩატარდა მოსამზადებელი კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლები, უკრაინა და აშშ-ის გუნდი. წყაროების ცნობით, პირველი რაუნდი შინაარსიანი და პოზიტიურ განწყობაზე დაფუძნებული აღმოჩნდა.ეს არის ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლები აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად სამმხრივ ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს. ამერიკულ მხარეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობენ, რომლებიც აქტიურად ლობირებენ დისკუსიის მასშტაბის გაფართოებას, რათა მასში ევროპის მომავალი უსაფრთხოების საკითხებიც შევიდეს.მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია ევროპული მთავრობებისთვის. ევროპაში არსებობს შიში, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერის მკვეთრ შემცირებას გეგმავდეს.აშშ-ის მხრიდან განხორციელებული წნეხის შედეგად, NATO-ს მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ ახალ მიზანზე, 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ. ამასთან, ვაშინგტონი ევროპაში ამერიკული ჯარების კონტინგენტის შემცირებასაც აანონსებს.რუსეთი თავის მხრივ მოითხოვს ევროპაში NATO-ს აქტივობების შეზღუდვას და უარს ამბობს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მთავარი კითხვა, რაც ამ ეტაპზე რჩება, თანმიმდევრობას ეხება: გახდება თუ არა ფართო ევროპული უსაფრთხოების გარიგება უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუ ის მოგვიანებით განიხილება?რუსეთთან სამმხრივ შეხვედრამდე, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და NATO-ს მაღალჩინოსნებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ძლიერი NATO კვლავ დარჩება ევროატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ ელემენტად“.

1794313528

11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF საერთაშორისო განათლების რეგიო...

საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი -  ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი -  Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი -  ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1794312761

სომხეთს კუხოში ხმის უფლებას ართმევენ?

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, კუხოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების სამშაბათის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ლავროვის განმარტებით, საკითხი კუხოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე განიხილება, რომელიც ხვალ, 11 ნოემბერს კრემლში გაიმართება.„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის შემდეგაც სომხეთს კუხოს ფარგლებში ყველა უფლება შეუნარჩუნდება, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.ამასთან, სომხეთს ოფიციალურად არ დაუწყია არც კუხოდან გასვლის პროცედურა და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლის საკითხი დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კუხოს სტრუქტურებში მონაწილეობას ფაქტობრივად გაყინულ რეჟიმში აგრძელებს.ამის შესახებ დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განაცხადა.კითხვაზე, განუცხადებია თუ არა სომხეთს დსთ-დან გასვლის სურვილის შესახებ, ლებედევმა უპასუხა, რომ ასეთი განცხადება არ მიუღიათ.„არა. პირადად პრემიერ-მინისტრმაც მითხრა და ბევრმა სხვამაც, რომ ისინი დსთ-ში რჩებიან. ჩვენ არცერთი განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი გასვლას აპირებენ“, — განაცხადა ლებედევმა.

1794311855