UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ჩატარდა საინფორმავიო შეხვედრები, ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა.გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად BTU-ს გამარჯვებულმა გუნდა მიიღო საგზური მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად.ბაზისბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას ემსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკის ჩართულობით უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.(R)
1794300166
გიორგი შარაბიძემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს.ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ.პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ.(R)
1794299854
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 127.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.32% წინა კვირასთან შედარებით და -3.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 468 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 117.50 - 131.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.77% წინა კვირასთან შედარებით და - 4.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 497 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.92 - 52.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.16% წინა კვირასთან შედარებით და +3.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.10 - 48.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
1794297634
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო პრიორიტეტები.ასევე იმსჯელეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და აღნიშნეს, რომ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს უწყებებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
1794297399
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ინფლაციის დინამიკა, მონეტარული პოლიტიკა, საგარეო სექტორის მდგომარეობა და ფინანსური სექტორის მდგრადობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკურ გარემოსა და გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.ნათია თურნავამ მისიის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე, რომელთა მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს - $8.25 მილიარდს მიაღწია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო სექტორის პოზიტიურ დინამიკაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.9%-მდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის 2.5% შეადგინა.ნათია თურნავამ ინფლაციის არსებულ დინამიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ინფლაციის ზრდა ძირითადად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, განსაკუთრებით კი ენერგორესურსების გაძვირებას უკავშირდება, რომლის წვლილი ინფლაციაში მაღალი რჩება. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები.
1794295818
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საპენსიო პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგნაირად გადანაწილდა: კონსერვატიული პორტფელი: 8.60% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 2.85%); დაბალანსებული პორტფელი: 8.11% (რეალური: 2.38%); დინამიკური პორტფელი: 7.41% (რეალური: 1.72%). საპენსიო ფონდის მონაცემებით, უშუალოდ ოქტომბერს, პორტფელების შედეგები განსხვავებული იყო. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრიაში კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა იქონია. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.23%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.შედეგად, ოქტომბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.14%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები კი, შესაბამისად, 0.59%-ით და 1.34%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეასუსტა.მიუხედავად ოქტომბრის თვის სუსტი შედეგისა, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან გაწლიურებული შემოსავლიანობით კვლავ ლიდერობს 12.86%-იანი ნომინალური მაჩვენებლით (რეალური: 8.42%). დაბალანსებული პორტფელის შესაბამისი მაჩვენებელი 12.21%-ს შეადგენს (რეალური: 7.80%), ხოლო კონსერვატიულის - 10.16%-ს (რეალური: 4.25%).2026 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾10.2 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი ₾3 მილიარდს მიუახლოვდა.31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათას ადამიანს შეადგენს. ამავე პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით 38,186-მა პირმა ისარგებლა, რომლებზეც პენსიის სახით ჯამში 201,645,743.53 ლარი გაიცა.
1794293760
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920











