ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი მშპ-ის 2.5%-ის ნაცვლად 1.2%-მდე მცირდება, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ფაქტობრივი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყოს. გარდა ამისა, 237 მილიონი ლარით მცირდება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი თანხაც.განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში დამატებითი დაფინანსება უწყებებსა და პროგრამებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: ეკონომიკის სამინისტრო (+180 მლნ ლარი): თანხა ნავთობისა და გაზის კორპორაციას გადაეცემა ე.წ. ოფციური გაზის შესასყიდად, რითაც მომდევნო წლის განმავლობაში მოსახლეობის მომარაგება განხორციელდება. რთველის სუბსიდირება (+170 მლნ ლარი): დამატებითი სახსრები მიმდინარე წლის რთველის ფარგლებში ყურძნის შესყიდვისა და გადამუშავების ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყო. ჯანდაცვის სამინისტრო (+50 მლნ ლარი): თანხა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების კომპენსაციას მოხმარდება (ჯამში, წელს ამ მიზნით 100 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, დანარჩენი კი 2027 წლის ბიუჯეტში აისახება). რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (+45 მლნ ლარი): გაიზარდა უწყების ჯამური ბიუჯეტი. სპორტის სამინისტრო (+35 მლნ ლარი): გამოიყო დამატებითი დაფინანსება. საპენსიო სააგენტო (+15 მლნ ლარი): სახსრები დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (+10 მლნ ლარი): თანხა სკოლების დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილ საჭიროებებს მოხმარდება.
1795525095
განახლებული ნაკრებები ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორის სპეციფიკას, რათა მეწარმეებმა საქმიანობისთვის საჭირო საბანკო და დამატებითი სერვისებით ერთი საკომისიოს ქვეშ ისარგებლონ.განახლებული ბიზნეს ნაკრებები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის აგრო, ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის მიმართულებებისთვის. სექტორული მიდგომით, ბიზნესს, ნაკრებთან და ბარათთან ერთად, წვდომა აქვს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციალურ შეთავაზებებზე, რომლებიც ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარება.ბიზნეს ნაკრებების ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ: Mastercard Preferred პრემიუმ ბიზნეს ბარათს – რომელიც ორივე ნაკრების შემადგენელი ნაწილია; სექტორზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს – მათ შორის შეღავათებს სხვადასხვა ობიექტში ან ციფრულ და სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა Temu, ChatGPT და Gulf; განსაკუთრებულ ვალუტის კურსს – ბიზნესისთვის ვალუტის კონვერტაციისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას; ლარის გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე – ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების უფრო ხელსაყრელი პირობებით განხორციელებისთვის. „ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მის საქმიანობაზე მორგებული შესაძლებლობების ერთობლიობა. სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ – იქნება ეს ვაჭრობა, აგრო, მომსახურება თუ მშენებლობა. სწორედ ამიტომ, განახლებული ბიზნეს ნაკრებები აერთიანებს როგორც საბანკო პროდუქტებსა და შეღავათიან პირობებს, ისე კონკრეტული საქმიანობისთვის რელევანტურ შეთავაზებებს, რაც საქმეს სჭირდება“, – აცხადებს გიორგი კოკაია, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.განახლებული ბიზნეს ნაკრებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს ან გაააქტიურეთ სასურველი ნაკრები ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან.(R)
1795523196
მინისტრის განცხადებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი 120 მლრდ ₾306 მლნ-ს მიაღწევს. ამავე პროექტით, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.2%-ით, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 30%-ით განისაზღვრა.ცვლილებების პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ₾810 მლნ-ით იზრდება და 27 მლრდ 850 მლნ ლარს შეადგენს. ლაშა ხუციშვილის თქმით, მატება ფიქსირდება საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში: დღგ-ის პროგნოზი გაზრდილია ₾320 მლნ-ით, რის შედეგადაც მუნიციპალური ბიუჯეტები დამატებით ₾64 მლნ-ს მიიღებენ; გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება ₾326 მლნ-ით და 3 მლრდ 8 მლნ ლარით განისაზღვრება; პრივატიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია ₾130 მლნ-ით და ₾480 მლნ-ს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 35 მლრდ 991 მლნ ლარს შეადგენს.
1795521125
Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. რა დგას ამ აღიარების მიღმა და რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად?საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლება - ხარისხიან განათლებაზე, მომავლისთვის საჭირო უნარებსა და ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; დასაქმება - ახალგაზრდების მხარდაჭერა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, შრომის ბაზარზე შესვლასა და კარიერის განვითარებაში; ბიზნესის მხარდაჭერა - მეწარმეებისთვის ცოდნის, გამოცდილების, საქმიანი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება. ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაასწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. იდეათეკებიიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.სტიპენდიები და პროფესიული განათლებასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს.STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარებისაქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.ფინანსური წიგნიერება2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდესაქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობებისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვაგანათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.სპორტი 2022 წლიდან საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის გენერალური სპონსორია; 2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორია; 2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან; 2019 წლიდან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორია. 2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.კულტურასაქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.გარემოს დაცვასაქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.(R)
1795520512
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ შესაბამისი პროფილის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აკადემიური დოქტორის ხარისხის მქონე იმ პირებს, რომლებმაც ხარისხი ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიპოვეს.კონკურსი სამ ნომინაციას მოიცავს: მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები; საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია; კაპიტალის ბაზრის გაღრმავება. კონკურსის თანდართულ შინაარსობრივ და ტექნიკურ პირობებში განსაზღვრულია კვლევითი თემების საორიენტაციო ჩამონათვალი ნომინაციების აღნიშნული სამი მიმართულების მიხედვით.საკვლევი ნაშრომები ფოკუსირებული უნდა იყოს მცირე ღია ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისა და რისკების ანალიზზე. სასურველია, კვლევაში საქართველოს ეკონომიკის მაგალითის განხილვა, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და შედარებითი ანალიზის გამოყენებით.ნაშრომი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს საკვლევ პრობლემასა და კვლევის მიზანს, ეფუძნებოდეს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს, უნდა ასახავდეს ავტორის დამოუკიდებელ მიგნებებსა და არგუმენტირებულ დასკვნებს.კვლევის მოცულობა უნდა შეადგენდეს 4000-6000 სიტყვას. ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე, კონკურსის შინაარსობრივი და ტექნიკური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეირჩევა ის ნაშრომები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „მონეტარული ეკონომიკა“ გამოქვეყნდება. მეორე ეტაპზე კი გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის სამი საუკეთესო კვლევა გამოვლინდება.კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ბანკის ჯილდოს მიიღებენ და სებ-ში კვლევისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.კვლევითი ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 1 აპრილი. ავტორებმა სტატიები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - [email protected]
1795517699
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.26% წინა კვირასთან შედარებით და -2.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 290 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 120.20 - 138.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.74% წინა კვირასთან შედარებით და +1.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 370 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.68 - 54.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -14.43% წინა კვირასთან შედარებით და - 1.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 127 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.45 - 48.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.
1795517033
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საფეხბურთო ნაკრების...
1794563024
გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუ...
1794654511
10 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $9.3 მლრდ შეადგინა
1794555682
სსფ - ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო ხანს შეტანილი ცვლილებები მნ...
1794655625
სსფ - სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედ...
1794655818










