თბილისი (GBC) - საბანკო სექტორს  უცხოურ  ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე შემსუბუქებული სარეზერვო მოთხოვნის (25%-დან 20%-მდე) ვალდებულება დაუდგა.

დადგა 19 მაისიდან დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშების სებ-ისთვის წარდგენის თარიღი - 18 ივნისი.

ცენტრალური და კომერციული ბანკირების შეფასებით, შემსუბუქება, რაც სექტორს $250 მლნ-ს უთავისუფლებს სესხებზე არ ისახება.

პოტენციურად დეპოზიტებს გადაეცემა, თუმცა ანაბრების მაღალი გალარების მოცემულობაში ლარიზაციის ტემპის შეფერხების რისკს არ აჩენს.

თანაც 25%-მდე გაზრდილი ნორმა ისედაც დროებითი იყო, როგორც შემოღებისას გაცხადდა (დანიშნულება - წინასაარჩევნოდ გადოლარების შეკავება).

სებ-ის სტატისტიკით,  ივნისის (01.06.2026)მდგომარეობით, სებ-ში ბანკების 6.8 მლრდ ლარის დეპოზიტებია, საიდანაც 5.6 მლრდ სავალდებულო რეზერვებია.