თბილისი (GBC) - საბანკო სექტორმა 2024-ის 5 თვე 1.2 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მაისში სისტემამ 24%-იანი ზრდა აჩვენა. აპრილის მოგება ₾225 მლნ-მდეა, მაისის კი 279 მილიონს აღემატება.
ბაზარზე ოპერირებად 17 ბანკიდან (ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკების: პეისერა, ჰეშ და პეივ ბანკის ჩათვლით) 12 მომგებიანი ბანკის ჯამური მაჩვენებელი 1.220 მლრდ ლარამდეა, რომლის 96% TOP-6 ბანკის წილად მოდის.
5,65 მლნ ლარის კრებსითი მაჩვენებლიდან, რომელიც ზარალიან 5 ბანკზე ნაწილდება, 509 000 ლარი, სანქცირებული ვითიბი ბანკის 5 თვის წმინდა ზარალია. ₾ 2.75 მლნ. სილქ ბანკის და დანარჩენი, ციფრული ბანკების. ციფრული საბანკო სექტორი ჯერ სატესტო რეჟიმში ოპერირებს, არასრული საოპერაციო საქმიანობით.
TOP-6 ბანკი წმინდა მოგებით
01.06.2024 |
2023 |
|
საქართველოს ბანკი |
619 823 |
1 300 914 |
თიბისი ბანკი |
447 367 |
1 079 890 |
ლიბერთი ბანკი |
43 027 |
81 162 |
ბაზისბანკი |
31 657 |
71 959 |
პროკრედიტ ბანკი |
15 330 |
43 748 |
კრედო |
15 212 |
39 185 |
000 ₾ | 000 ₾ |
ბანკები >15 მლნ ლარის მოგებით ~
წყარო: ბიზნესპარტნიორი