თბილისი (GBC) – საბანკო სექტორმა 200 000 მომხმარებელი დაკარგა. კრედიტ ინფოს მონაცემებით,  ბანკების აქტიურ მსესხებელთა რაოდენობა 1.6  მლნ-მდეა შემცირებული ( L/Y – 1,8 მლნ), თუმცა მაინც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოდის.

კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, სესხების საერთო მოცულობა  34.9 მლრდ ლარია. აქედან კომერციულ ბანკებზე 31.8  მილიარდი ლარი მოდის (91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.

1 წლამდე ვადაგადაცილება 81 535 პირს უფიქსირდება (L/Y ->  107 000). მსესხებლებში მოიაზრება როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირი. 3–წლიან ვადაგადაცილებაშია 136 300 მსესხებლის (L/Y – 230 000)  239 000 კრედიტი.

გამოდის, რომ მსესხებლების თითქმის 8%-ს ვალის მომსახურება უჭირს. შარშან ამ კატეგორიაში მსესხებლების 13% ხვდებოდა.

კრედიტ ინფოში ამ დროისთვის  3 მლნ ლარამდე მოცულობის სესხები აღირიცხება. სებ-ის ახალი რეგულაციით, რომლის თანახმად სესხის გამცემი თუ ვალდებული იყო კლიენტის 3 მლნ ლარის ვალდებულებაზე წარედგინა ინფორმაცია კრედიტინფოში, 13 ოქტომბრიდან 10 მლნ  ლარამდე მოცულობის თანხის ფარგლებში მოუწევს.

კიდევ ერთი ცვლილებაა: ვალდებულებების  მიმღებ/დამმუშავებელ/შემნახავ ბიუროში ინფორმაცია მოგროვდება ფულად გზავნილებზეც. თუმცა მას ბანკი კრედიტინფოს მხოლოდ ბენეფიციარის თანხმობით გადასცემს. შემდეგ კი, უკვე, კრედიტინფოში  კიდევ ერთი დამატებითი თანხმობა გახდება საჭირო. როცა/თუ გზავნილის მიმღები პირი რომელიმე ბანკში სესხის ასაღებად მივა.

კრედიტინფო 21 ოქტომბერს  აქციონერებს რიგგარეშე  კრებას მოიწვევს და  ბოლო რეგულაციებს განიხილავს. ასევე საბჭოში დამოუკიდებელ წევრს დაამატებს. არჩევანს  სებ-თან შეათანხებს.