თბილისი (GBC) - "იმედია, შეინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბევრ ქვეყანასთან ინტეგრაციას,“ -
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მდგრადი პოლიტიკის მრჩეველი საიური შირაი აღფრთოვანდა საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრებით: ეკონომიკური ზრდის ტემპით და დაბალი ინფლაციით, რომელიც წლის ბოლოსთვის 4%-ზე გავა.
მან ლარის 30 წლის იუბილეზე აღნიშნა გაცვლითი კურსის სტაბილურობაზეც. როგორც ADB-ის მდგრადი პოლიტიკის მრჩეველმა თქვა, მსოფლიო არენაზე დრამატული ცვლილებების ფონზე ევროპა იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება, რაც შესაძლოა მომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინაპირობა გახდეს.
„იმედი მაქვს, ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, მეტსს ვისაუბრებთ და გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - აღნიშნა მან.