თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი იოსებიძე დავით არჩვაძემ ჩაანაცვლა.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ორშაბათს, 2 ივლისს, გელა გელაძის, ახალი შს მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა, უწყებას ამ ეტაპზე არ განუმარტავს, რა გახდა ჭელიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი და არც ის უთქვამს, ვინ ჩაანაცვლებს მას.
ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად კი გელა გელაძე 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვიცე-პრემიერი, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მაგნიტსკის აქტის ფარგლებში სანქცირებული ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას 2019 წლიდან ხელძღვანელობდა.