ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტექსტილის ექსპორტით საქართველო კამბოჯას უკან ყავს ჩამოტოვებული
13 აგვისტო, 2020, 13:14
ტექსტილის ექსპორტით საქართველო კამბოჯას უკან ყავს ჩამოტოვებული

თბილისი (GBC) - ტექსტილის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარების მიუხედავად, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიან ექსპორტში ($1.08 მლრდ) მცირეა. ტექსტილის ნაწარმი საექსპორტო საქონლის პირველ ხუთეულშიც კი არ შედის. სამკერვალო ინდუსტრიის სუსტი მაჩვენებლები სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს. 6 თვეში  (H1/2020) ექსპორტირებულია $37 მლნ -ის.


ტექსტილის ექსპორტის სტატისტიკა: H1/2020 / Q2/2020 ($)

 

მაისურები, ჰუდები, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ნაქსოვი - გატანილია  იანვარ-ივნისში $20 მლნ -ის,  აპრილ-ივნისში - $8 მლნ . 

კოსტუმები, ტრიკოტაჟი, ნაქსოვი (მამაკაცი/ბიჭის)სა - 7 / 3 მლნ.

კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები - 4,5 /0.375 მლნ

ბლუზები, პერანგები და ბატნიკები ქალის ან გოგონასი, ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა  - 2,7 / 1,5 მლნ. დოლარი

სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 1,2 / 1 მლნ

პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის - 857 000/ 599 000

კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები  (ქალი) - 278 000 /142 600

ოსტუმები, კომპლექტები (მამაკაცი) - 160 000 /41 000

 პალტო, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი - იანვარ-ინვისი პერიოდში - 115 300 დოლარის. ეს ნაჩვენებელი ემთხვევა მე-2 კვარტლის მონაცემებს, რადგანაც პირველ კვარტალში ამ პროდუქციის ექსპორტი არ მიმდინარეობდა

 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა  - 104 000 / 7 000


საქართველოდან წლიურად ექსპორტზე $70 მლნ -ის ტექსტილის პროდუქცია გადისსაკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია, არა მხოლოდ საქართველოს სხვა საექსპორტო საქონელთან, არამედ სხვა ქვეყნების ტექსტილის ინდუსტრიის მაჩვენებლებთან შედარებით.

 

კამბოჯის მაგალითი მოვიხმოთ, მსოფლიოს  ერთ-ერთ უღარიბესი ქვეყნის, სადაც 1 სულ მოსახლეზე მშპ $1 504 -ია მოსახლეობის რაოდენობა კი 16 მლნ  (საქართველოზე 4.3-ჯერ ნაკლები მოსახლეობა-3.7 მლნ; მშპ 1 სულ მოსახლეზე - $4 700). ეკომომიკური ჩამორჩენილობის მიუხედავად, ქვეყანა ბოლო პერიოდში სამკერვალო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი გახდა.

 

2019 წელს კამბოჯიდან ექსპორტზე 9,5 მლრდ. აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა, ხოლო დარგში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობამ 300 000- გადააჭარბა.

 

საქართველოს წლიური მაჩვენებელი, კამბოჯას ანალოგიურ მაჩვენებელს 135-ჯერ ჩამორჩება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები