ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3115        EUR 4.0304        GBP 4.454        RUB 4.4551        UAH 1.1705        AZN 1.9479        AMD 6.4836      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2020 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მეტად მომსახურეობის სექტორი დაზარალდა
21 ოქტომბერი, 2020, 12:29
2020 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მეტად მომსახურეობის სექტორი დაზარალდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კვლევა ჩაატარა, რომელიც კომპანიების მიერ თანამშრომელთა შემცირების, გაზრდის, ან უცვლელად შენარჩუნების დინამიკას ეხებოდა.

კვლევამ ეკონომიკის 4 სექტორი მოიცვა.

კერძოდ, 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობაში მომუშავე კომპანიების 21% განაცხადა, რომ თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა, 26%-მა გაზარდა, ხოლო 53%-მა უცვლელი დატოვა. მე-2 კვარტალში ეს მონაცემები შეადგენდა 17%-, 13%-, და 70%-, მე-3 კვარტალში - 11%, 17%, და 72%.

2020 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ადგილების შემცირებას კომპანიათა მხოლოდ 4% გეგმავს, 17% ზრდას აპირებს, 79%  - არაფერს არ ცვლის.

მრეწველობაში 2020 წლის პირველ კვარტალში თანამშრომლები შეამცირა კომპანიათა 17%-მა, გაზარდა ასევე 17%-მა, უცვლელი კი - 67%-მა დატოვა. მე-2 კვარტალში ეს მონაცემები შეადგენდა 17% და 83% -. ამ პერიოდში მრეწველობაში დაკავებულმა არც ერთმა კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა არ გაზარდა.

მე-3 კვარტლის მონაცემენი -2- ანალოგიური იყო - 17-17-67%. მე-4 კვარტალში მრეწველობაში სამუშაო ადგილები არ შემცირებულა, 17%-მა თანამშრომელთა მატების შესახებ განაცხადა, ხოლო 83%-მა არაფერი შეცვალა.

მშენებლობაში ციფრები შემდეგნაირად განაწილდა - 1 კვარტალში - 17%, 4%, 79%,  მე-2-ში - 29%,14%,57%, მე-3-ში - 43%,14%,43%, მე-4-ში - შემცირება შეწყდა, დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა კომპანიათა 14%-მა,  86%-მა არაფერი არ შეცვალა.

მომსახურეობის სფეროში მონაცემები ასეთია - 1კვარტალი - 5%,14%, 82%, მე-2- კვარტალი - 35%,0%, 65%, მე-3-ში - 14%,14%, 73%, მე-4 კვარტალში კი  - 10%,5%, 85%.

შესაბამისად, ბიზნეს-ასოციაციის მონაცემებით, 2020 წლის მიმდინარე კვარტალში ყველაზე მეტად მომსახურეობის სექტორის კომპანიები დაზარალდნენ, რომელთა 10%-მა თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირა.

ყველა ნაკლებად -4 კვარტლის ეკონომიკური პრობლემები მრეწველობას შეეხო, სადა სამუშაო ადგილების შემცირება შეწყდა, ხოლო ზრდის შესახებ დამსაქმებელთა 17%-მა განაცხადა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები