თბილისი (GBC) - 2023 წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დონორი ორგანიზაციების სახსრებით 187 მლნ ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა , რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების სახსრებით.

2023 წელს DEP (შესყიდვები დონორი ორგანიზაციების სახსრებით)ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების გადანაწილება დონორების მიხედვით:

  • მსოფლიო ბანკი - 121 მლნ ლარის 28 ტენდერი;
  • ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი - 52.3 მლნ ლარის 3 ტენდერი;
  • აზიის განვითარების ბანკი - 13.4 მლნ ლარის 2 ტენდერი;
  • სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია - 193.5 ათასი ლარის 1 ტენდერი.

შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით კი, თანხები ასე გადანაწილდა:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 158.8 მლნ ლარის 22 ტენდერი;
  • ოუფენ ნეტი - 13.2 მლნ ლარის 2 ტენდერი;
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 10.6 მლნ ლარს 1 ტენდერი;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 1.4 მლნ ლარის 1 ტენდერი;
  • სსიპ აწარმოე საქართველოში - 1.2 მლნ ლარის 3 ტენდერი;
  • საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 679.7 ათასი ლარის 1 ტენდერი;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 338.1 ათასი ლარის 3 ტენდერი;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 320.8 ათასი ლარის 1 ტენდერი.

2023 წელს, გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური თანხა 6.2%-ით, ₾10.5 მლრდ-მდე შემცირდა.

(წყარო BMG)