თბილისი (GBC) – პაშა ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ფიდან ტოფიდი აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში ახალი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დეპარტამენტი ფინანსურ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე იმუშავებს.

ქალბატონი ტოფიდი პაშა ბანკიდან წამოსვლის შემდეგ, გასული წლის მაისიდან, ცენტრალურ ბანკში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.