თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) CFO-მ, გაი სტივენსმა TBC PLC-ის 1 000-ზე მეტი ცალი ჩვეულებრივი აქცია შეიძინა.

კერძოდ, აგვისტოს ბოლოს, მან 1 033 ცალი აქცია საშუალო ფასით £48.25-ად შეიძინა, რაშიც £49,840.49 გადაიხადა.

ტრანზაქცია აგვისტოს ბოლოს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხდა.

გაი სტივენსი ჯგუფის ფინანსურ დირექტორად მიმდინარე წლის 13 ივლისიდან დაინიშნა.

სტივენსს აქვს თითქმის 30-წლიანი გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების სექტორში კორპორაციული ფინანსების მიმართულებით. მას ეკავა უფროსი პოზიციები, მათ შორის, UBS Investment Bank-ში, Deloitte Corporate Finance-სა და Keefe, Bruyette & Woods-ში, სადაც EMEA რეგიონში ბანკებსა და სხვა ფინანსურ მომსახურების კომპანიებს უწევდა კონსულტაციას სხვადასხვა სტრატეგიულ და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე.

ჯგუფის ცნობით, მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ახლო ურთიერთობა TBC ბანკთან, მათ შორის, 2014 წელს TBC Bank-ის პირველ საჯარო შეთავაზებაზე (IPO) ერთობლივი გლობალური კოორდინატორის როლში.