თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ  17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.

2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 4 715 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).

2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.

2026 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2027 წლის მარტის ბოლოს.