ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი დაზღვევა პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს
27 დეკემბერი, 2016, 16:56
თიბისი დაზღვევა პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკმა სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ რებრენდინგის დასრულებაზე განაცხადა.

კომპანია „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას. არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში. 

რაც შეეხება ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის“ ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

მალე „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს. 

ბანკის ცნობით, მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის“ კონურენტული უპირატესობა. 

ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის,  ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა“ აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ  პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს. 

შეგახსენებთ, „კოპენბური“ თიბისი ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა.  ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის დასრულების შედეგად „თიბისი დაზღვევა“ სამი იანვრიდან უკვე ახალ არხში - თიბისი ბანკის ქსელში იქნება წარმოდგენილი.

„თიბისი დაზღვევაში“ 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.

კომპანიის არსებული ოფისები აგრძელებს მუშაობას, მომხმარებელს „თიბისი დაზღვევის“ 300-მდე თანამშრომელი მოემსახურება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები