
ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო.სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა ოთხშაბათს დაიწყო.მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.მომდევნო დღეებში სსფ-ს მისია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკების და სხვა დეპარტამენტებთან.ვიზიტის დასასრულს მისია შემაჯამებელ შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართავს.სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-სთან შეუთანხმებელი საკითხების არარსებობაზე გასულ კვირას, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ჩათვალა, რომ ღია საკითხები ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარს.როგორც გახსოვთ IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამა, 36 თვის ვადაში შესასრულებელ ვალდებულებებზე იყო მიბმული.ფონდს კითხვები ჰქონდა სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე, რომლის კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადოეს იყო 2023-ის თებერვალში, ივნისში კი პარლამენტი საკითხს მიუბრუნდა (რუსული კანონის მსგავსად, თუმცა განსხვავება იყო დროის ინტერვალში 1 წლიანი და ნახევარწლიანი) ვეტო დაძლია და თურნავა I ვიცე-პრეზიდენტი გახდა.ამას დაერთო, თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე საგამონაკლისო წესის მიღება, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ფარცხალაძის დასანქცირებას დაუკავშირეს.მე-3, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხი იყო.
1747842033

დიანა კიღურაძე წარმატებით ხელმძღვანელობს Visa-ს საქმიანობას კავკასიის რეგიონში და ახალ პოზიციაზე დანიშვნით, დამატებით კოორდინაციას გაუწევს Visa-ს სტრატეგიულ მიმართულებებს მოლდოვაში, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადახდის მეთოდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.“ჩემთვის უდიდესი პატივია ახალი პოზიციის დაკავება და პასუხისმგებლობების გაფართოება. მიხარია რომ Visa-ს გუნდის ჩართულობით დავნერგავთ გადახდის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მოლდოველ პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნას შევუწყობთ ხელს. ამავდროულად, გავაგრძელებ უსაფრთხო, სწრაფი და მარტივი ციფრული გადახდების განვითარებას და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობას საქართველოსა და სომხეთში”. განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.
1747841666

ოპერაციები სრულდება ციფრული უსაფრთხოების სტანდარტითა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვითმარტივი ინტერფეისი: აპლიკაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ციფრული გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვისსვის კაპიტალი, მ/ო ბაზარზე (29 მისო) მე-2 ადგილზე პოზიციონირებს 262 მლნ ლატიოს აქტივებით, მ.შ. ინუირებს 230 მლნ ლარის სასესხო პორტფელით. ბოლო წლებში ვავითარებთ ციფრულ არხებს. ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ვითარდება მობილური აპლიკაცია სკაპიც, როგორც სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილი მრავალფუნქციური პლატფორმა.Scapp ხელმისაწვდომია როგორც App Store-ში, ისე Play Store-ში.სერვისი ხელმისაწვდომია ყვლ დღე 10:00-დან 22:00-მდე.
1747835680

გაზომვის შემდეგ გამოიანგარიშებენ სხეულის მასის ინდექსს: თუ ეს მაჩვენებელი უდრის 25–ს, ან მეტია, მოსუქებულ მოქალაქეს ექიმთან აგზავნიან, სადაც იგი წონაში დაკლების რეკომენდაციას მიიღებს. კამპანიის დევიზია „გაიგე შენი წონა – იცხოვრე ჯანმრთელად“ და 10 ივლისამდე გაგრძელდება.კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქის აწონვა იგეგმება, რაც თურქეთის მოსახლეობის ერთი მერვედია.ჯანმოს მონაცემებით, თურქეთის მოქალაქეების 30%–ზე მეტი ჭარბწონიანობას უჩივის. ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება ენვროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. მაგალითად, გერმანიაში, მოსახლეობის 19 პროცენტია ჭარბწონიანი.
1747832894

სომხური მედიის ინფორმაციით, მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს, ლუწ რიცხვებში - ერევნიდან, კენტ რიცხვებში კი - ბათუმიდან.მატარებელზე ბილეთების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება. მარშრუტის მოქმედების პერიოდში - 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე - ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მატარებლის მოძრაობა გაუქმდება.სამხრეთ კავკასიის რკინიგზის გენერალური დირექტორის, ალექსეი მელნიკოვის სიტყვებით, სომხეთის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს შორის საერთაშორისო მარშრუტზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია.„მგზავრთნაკადი ზაფხულის სეზონზე საკმაოდ აქტიურია და ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვემზადებით მისი დაწყებისთვის. საერთაშორისო მატარებლის გარდა, ერევნიდან სევანისა და შორჟის მიმართულებით სეზონური ელექტრომატარებელიც იმოძრავებს. ეს საკმაოდ პოპულარული ზაფხულის მარშრუტებია და სამხრეთ კავკასიის რკინიგზა ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხო და კომფორტული ორგანიზებისთვის“, - თქვა გუშინ მელნიკოვმა.გუშინდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ბაზაზე ტურისტული მატარებლის გაშვების საკითხი, რომელიც სომხეთში სამი, ხოლო საქართველოში ექვსი დღის განმავლობაში იმოძრავებს. ინიციატორი იყო ჩეხური კომპანია „გეპარდ ექსპრესი“, რომელიც მარშრუტზე ძირითადად ევროპელი ტურისტების მოზიდვას გეგმავს.
1747831484

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძე IOSCO-ს ევროპის რეგიონულ (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების (GEMC) კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. აგრეთვე შეხვედრები შედგა მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MMoU) მონიტორინგის ჯგუფის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ქსელისა და მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის ფორმატში, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკია წარმოდგენილი.განიხილეს IOSCO-ს მიერ შემუშავებული საცალო ინვესტორების ონლაინ უსაფრთხოების გზამკვლევი. ასევე გააანალიზეს ახალი რისკები და ისაუბრეს ბაზრის განვითარების ტენდენციებზე, მათ შორის, საჯარო და კერძო კაპიტალის ბაზრებზე, ფინტექ მიმართულებაზე, აგრეთვე ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს კომიტეტის სესიები საშუალებას აძლევს იურისდიქციებს გაუზიარონ გამოცდილება, განსაზღვრონ საუკეთესო პრაქტიკები და თანამშრომლობის შესაძლო სფეროები.IOSCO-ს წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს სრული წევრია 2021 წლიდან. ამ სტატუსით 133 საზედამხედველო ორგანო სარგებლობს. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზნები ინვესტორთა დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სისტემური რისკების შემცირების გზით ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაა. IOSCO-ს ფარგლებში ეროვნული ბანკი გაწევრიანებულია ევროპის რეგიონულ კომიტეტსა (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტში (GEMC), ხოლო 2021 წელს ეროვნული ბანკი ინფორმაციის გაცვლის შესახებ IOSCO-ს მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც შეუერთდა.
1747830578
თბილისში ფილმის „ახალგაზრდა სტალინი“ გადაღება იწყება. მთავარ როლს ბრიტ...
1747378568
ნათია თურნავასადმი მიმართვაში BGA-ს დამფუძნებლები ირაკლი გილაურს მათი...
1746702106
TBC PLC-ის 5.02%-იანი წილი ამერიკულმა გიგანტმა BlackRock-მა შეიძინა
1747314988
TBC-მ დირექტორატისთვის ანაზღაურების ზღვარი $2,5 მილიონამდე გაზარდა
1747814324
მისოებს ახალი რეგულაციები გააცნეს
1747413300