GE EN
საფინანსო სექტორი
სები მეწარმე სუბიექტს აჯარიმებს

სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (3 შემთხვევის) გამო.სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება. ასევე 2 000 ლარის ჯარიმა ეკისრება მეწარმე სუბიექტს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის დამალვისთვის. ზედამხედველმა 5 შემთხვევა გამოავლინა, ანუ 10 000 ლარის, რაც დაემატა 6 000 ლარს.მისოს 4 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა,  მაღალი რისკის მატარებელ ორ კლიენტის საქმეზე. ასევე, 20 000 ლარი, ხარვეზიანი პროგრამული (ელექტრონული) სისტემისთვის, რომლის დანიშნულებაა საეჭვო კლიენტთა, მათთან დაკავშირებულ პირთა და ტრანზაქციათა გამოვლენა (წყარო: სები & ბიზნესპარტნიორი)  

1713791041

სილქ ბანკი ისევ ზარალზეა

"სილქ ბანკმა" პირველი კვარტალი 1.3  მლნ ლარის ზარალით დაასრულა. ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს, მენეჯმენტი, აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი. ამის შესახებ აღნიშნულია  ემისიის პროსპექტში.10 მილიონიანი  ემისიით მოზიდულ რესურსს ბანკი მეორად კაპიტალში მიმართავს. მანამდე კი აქციონერებმა საწესდებო კაპიტალი 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდეს,Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 114 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 91 მლნ ლარის ეკვივალენტია. 

1713790198

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე - თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე  მოქმედებს 50%–იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

1713786182

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები რეკორდული სიმაღლიდან ჩამო...

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.32% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.50 - 50.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.33% წინა კვირასთან შედარებით და -4.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 257 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.00 - 31.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.23% წინა კვირასთან შედარებით და -1.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 207 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.66 - 13.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

1713772821

ბბ დაზღვევის მოგება 2023 წელს 44%-ით გაიზარდა

2023 წელს, ბბ დაზღვევის წმინდა მოგებამ 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (IFRS სტანდარტით). ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 20.6 მილიონ ლარს შეადგენს, პრემიის ზრდა 2022 წელთან შედარებით კი 20%-ს შეადგენს.2023 წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 9.3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 21.9%. აღსანიშნავია, რომ ბბ დაზღვევა მომგებიანობის ჭრილში სექტორზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (2023 წელს, სადაზღვევო სექტორის ROE 19.8%-ს შეადგენს).ბბ დაზღვევა ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საავიაციო დაზღვევის ბაზარზე და 2023 წლის მონაცემებით ბაზრის 45% წილს ფლობს.2023 წლის განმავლობაში ბბ დაზღვევის მიერ 1200-მდე სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ ჯამურად 38 მილიონ ლარამდე შეადგინა.ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია ბბ დაზღვევა ყოველწლიურად განაგრძობს სტაბილურ ზრდას და სადაზღვევო ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ ყოველწლიურად მოგებით ასრულებს წელს. დაარსების დღიდან კი 11.2 მილიონი ლარის მოგება აქვს გენერირებული.„ბბ დაზღვევა ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანიაა და ფინანსურ სექტორში წარმოდგენილი ვართ ბანკის, დაზღვევისა და ლიზინგის მიმართულებებით, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ვქმნით სადაზღვევო პროდუქტებს სხვა ფინანსურ პროდუქტებთან ერთად. მაგალითად, ავტო ლიზინგის პროდუქტი მოიცავს ავტომობილის დაზღვევას, აღჭურვილობის იმპორტის ლიზინგს ავტომატურად მოჰყვება ტვირთის დაზღვევა. ამიტომ ჩვენი სადაზღვევო ბიზნესმოდელი შერწყმულია სხვა ფინანსურ პროდუქტებთან. ეს კი საშუალებას გვაძლევს ბაზარზე ვიყოთ ფინანსური ჰოლდინგი, რომელიც მომხმარებელს კონკურენტულ პროდუქტებს სთავაზობს.ბბ დაზღვევა 2024 წელს კიდევ უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით შეხვდა. მომხმარებლისთვის ვქმნით მეტად დახვეწილ და მათ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას ისე, რომ მნიშვნელოვნად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და, რაც მთავარია, რეალურად დაიცვას ისინი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან“, – ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე.

1713769371

MBC ბანკთან კონკურენციისთვის მზადაა

MBC-ის დაკრედიტება წლიურად 13%-ით გაზრდილია, შემოსავლები 17%-ით.  მისომ 2024-ის I კვარტალი მილიონამდე მოგებით დაასრულა.ამ დროისთვის MBC-ი არაუზრუნველყოფილ სესხს 20 000 ლარამდე გასცემს, წლიურ 25-35%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-27%-ის ფარგლებში.მისოს სასესხო განაკვეთების შემცირებაზე აქვს გაცხადებული. ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, რაც სებ-დან ლარის რესურსს პირდაპირ მოიზიდავს, ბანკის შუამავლობის გარეშე.MBC-ის რისკების დირექტორს ნინო დევდარიანს, რომელიც ასევე მიკროსაფინანსოების ლობია (მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი) უჭირს პროგნოზირება, სესხის პროცენტი რა ნიშნულამდე დაიწევს, 20%-იან ზღვარს ჩამოსცდება თუ არა.რადგან, როგორც მან განმარტა, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან და რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, ეს ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული.ამ გაზაფხულს ნინო დევდარიანი ორ ნიუსს ელოდება. სებ-ისგან, MBC-ისთვის, მიკრობანკის ლიცენზიას და მისოებისთვის დაკრედიტების 100 000 ლარიანი ლიმიტის გაორმაგებას, ფინანსთა სამინისტროსგან, რომელსაც სებ-მა რეკომენდაცია გაუწია.

1713547467

ოქრო უქმეებიდან მოყოლებული იაფდება

წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღეს კი გრამი ოქროს ფასი 216 ლარს აღემატებოდა,.სებ-ის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან (2023) ოქროს 557 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანი, დანარჩენი კი 0.02 გ-იანი.აქედან ყველაზე მეტი, 117 ერთეული, შეთავაზებიდან 2 დღეში, გასული წლის 4-6 დეკემბერს გაიყიდა (წყარო: ბიზნესპარტნიორი). იქიდან მოყოლებული, 5 თვეში, ოქროს ფასი 16%-ით არის გაზრდილი. გეოპოლიტიკური რისკების და ინფლაციის ბოლოდროინდელი მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.სებ-ის განმარტებით, მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.ონლაინ, მხოლოდ 20გ-იანი ზოდის შეძენაა შესაძლებელი. 1 000 გ-იანი საკასო ცენტრში იყიდება 

1713534900

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შ...

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713528339

ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინ...

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და  Schroder Investment Management North America.ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღინიშნა სერვისების ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სექტორის კონტრიბუციის მზარდი ტენდენცია.ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის დაბალ დონეზე.მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორისთვის.როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს მუშაობას.Bank of America-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.

1713511272

საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტ...

SBFN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 70 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის რეგულატორებსა და საბანკო ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან SBFN-ის წევრია. SBFN-მა აქტიური როლი შეასრულა საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკლევის შემუშავებაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მათ შორის განხორციელდა ESG საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, მიღებულ იქნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და შესაბამისი რეგულაცია, შემუშავდა კლიმატის რისკის რადარი, დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი და ESG საკითხების სახელმძღვანელო, გამოქვეყნდა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი ფორმა, მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიში და სხვა.ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი, რაც SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვს საფეხურიან სისტემაში დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "განვითარების" საფეხურიდან "კონსოლიდირების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლო.SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტემა:

1713447961