თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) დღეს არააუდირებულ ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა 1Q25-ისთვის. წმინდა მოგებამ 319 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7%-ით არის გაზრდილი y.y, ხოლო კაპიტალის ამონაგებმა (ROE) 23.2%.

TBC PLC-ის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცქირიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა ახალი ბარათების გაცემაში ჰქონდათ, როგორც ქართულ, ისე უზბეკეთისნ ბაზარზე. 

„მოხარული ვარ, რომ 2025 წელი ასე მყარად დავიწყეთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური გარემო კვლავ არასტაბილურია. 1Q25-ში ჩვენი საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა 25%-ით y.y და მიაღწია 774 მლნ ლარს, ხოლო წმინდა მოგება – 319 მლნ ლარი, ზრდით 7% y.y, რაც 23%-ზე მაღალ ROE-ს ასახავს. 1Q25 იყო აქტიური პერიოდი ახალი პროდუქტების ხაზის განვითარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ჩვენს ახალ ყოველდღიური საბანკო პროდუქტზე – TBC ბარათზე, რომლის გაცემაც თითქმის გასამმაგდა 1Q25-ში. უზბეკეთში ჩვენი Salom Card და საკრედიტო ბარათი Osmon წარმატებით შეიჭრა ბაზარზე – კვარტლის ბოლოსთვის გაცემულია 275,000-ზე მეტი ბარათი”, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

გარდა ამისა, მისი თქმით, SME სექტორის განვითარების მიზნით, უზბეკეთში მათ ციფრულ საბანკო შეთავაზებას დაამატეს უგარანტიო სესხები. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასთან ერთად, ჯგუფის მასშტაბით, ციფრული აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 7.2 მლნ-ს მიაღწია, ზრდით 1.6 მლნ +28% y.y.

ბუცხრიკიძის თქმითვე, მომხმარებელთა მესამედზე მეტი ყოველდღიურად იყენებს ბანკის ციფრულ პლატფორმებს, რაც ერთგულებისა და ჩართულობის მაღალი მაჩვენებელია.

ჯგუფი ინვესტორებს შედეგებს დღეს 2:00 PM BST-ზე წარუდგენს.