თბილისი (GBC) – როგორც დაანონსებული იყო ივლისიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი მილიონამდე იზრდება.

სებ-ის პრეზიდენტის 15 ივნისის ბრძანება (№131/04) ძალას უკარგავს წინას (№176/04 21.07.2025) და განახლენული წესით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი $280 000 -დან (ეკვივალენტი 750 000 ლარი) 380 000 -მდე იზრდება (ეკვივალენტი 1 მლნ ლარი).

როგორც სებ-ს აქვს გაცხადებული, სავალუტო დაკრედიტების მორიგმა შეზღუდვამ წლის გაცემები $200 მლნ-ით უნდა შეამციროს. წინა აწევა (09/2025-დან რომ მოქმედებს) $150 მილიონიან, წინის წინები (როცა ზღვარი ჯერ 400 000-მდე და შემდეგ 500 000 -მდე გაიზარდა) კი $180 000 000 და $100 მლნ-ის კლებაზე იყო გათვლილი.

საინვესტიციო ბანკირების შეფასებით, ზღვრული მოცულობის ზრდის ყოველ ჯერზე, გარდა იმისა, რომ სავალუტო სესხი ხელმისაწვდომობა მცირდება, სასესხო განაკვეთები მატულობს როგორც  უცხოურ ვალუტაში ისე ლარში.

ამ დროისთვის საცალო სესხის მინიმალური განაკვეთი ლარში 18%(ეფექტური), აშშ დოლარში 10.2%, ევროში 9%-ია.

ეროვნულ ვალუტაში სესხი 20 წლამდე, სხვა ვალუტაში 10 წლამდე ვადით გაიცემა.