თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.64%-ით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.25%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.02%-ით).

სებ–ის მონაცემების თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა აპრილის ბოლოსათვის 48.69 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით).

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.08%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა.

სექტორის მთლიან პორტფელში სისტემური 2 ბანკის (BOGG. TBC) წილი 79.6%-ია. გაზრდილია "ტერა ბანკის" წილი. 957 მლრდ ლრის დეპოზიტებით, არაბი შეიხების ბანკი №5 -ა.

 

01.05/2023 000

საქართველოს ბანკი

17,666,654

თიბისი

16,623,076

ლიბერთი 

2,717,837

ბაზისბანკი 

1,833,014

ტერაბანკი

957,063

ქართუ

954,910

პროკრედიტბანკი

881,155

კრედო 

678,987

 

წყარო: კომერციული ბანკები