თბილისი (GBC) -  თბილისის მერის განცხადებით, 1–ლი აპრილიდან ძალაში შედის „ტაქსის რეფორმის“ მესამე ეტაპი.

აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებს ტაქსის მძღოლებისათვის ნებართვის უვადოდ საკუთრებაში გადაცემას.

მერმა აღნიშნა, რომ ახალ რეფორმასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწყებს ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, რომელიც ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბაზარზე ბრუნვას. ბრუნვაში ნაგულისხმევია, ტაქსების ნებართვის როგორც გაყიდვა,ისე ნებართვის იჯარით გაცემა.

მერიის განცხადებით, უვადო ტაქსის ლიცენზიების რაოდენობა 35,000 ერთეულს აღემატება.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ პირებს, რომლებმაც მიიღეს ტაქსის ლიცენზია, ლიცენზიის გააქტიურება შეეძლებათ 2024 წლის 1 აპრილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა განსაზღვრულია 1 დღეში 3 ლარის ოდენობით.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ ლიცენზირებულ A კატეგორიის ტაქსებს, 1 აპრილიდან შეეძლებათ ავტობუსის ზოლში მგზავრის აყვანა/ჩამოსმა.