თბილისი(GBC) - აგვისტოში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6930 ერთეული შეადგინა, რაც 92.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე(2021აგვისტო: 3602). 

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 11.6მლრდ ლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021აგვისტო: 9.3მლრდ ლ).