თბილისი (GBC)- რატომ არის სამიზნე ინფლაცია 3% და არა 14%, ან რატომ არ არის 2%, როგორც  განვითარებულ ქვეყნებშია.

იმიტომ, (უპასუხა სანდროს და რომანს კობა გვენეტაძემ) რომ ინფლაციის გრძელვადიანი ორიენტირი (მიზნობრივი მაჩვენებელი) ფასების იმ ცვლილებას უნდა ასახავდეს, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურული მახასიათებლებით არის გამოწვეული, და არ ერთჯერადი ფაქტორით, თუმდაც გრძელვადიანით.

ამოსავალი ვაჭრობად და არავაჭრობად სექტორებში პროდუქტიულობის ზრდის ტემპის განსხვავებაა. ვაჭრობადი სექტორის, არავაჭრობადს 1.5% -ით აღემატება. შესაბამისად ვაჭრობად სექტორში ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება. ეს დასაქმებულების ამბიციას ზრდის არავაჭრობად სექტორშიც. სადაც ნაკლებპროდიქტიულობის გამო დამსაქმებელს უწევს ხელფასების ზრდა პროდუქტის გაძვირების ხარჯზე. ეს კი აღნიშნულ სექტორში იწვევს ინფლაციას. 

ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით განვითარებულ ქვეყნებში ბალანსი დაცულია. არავაჭრობადი ვაჭრობადს უთანაბრდება. ინფლაციის სამიზნეა 2%, ვაჭრობად პროდუქტებზე  ფასების გლობალური გავლენის შედეგად. კოეფიციენტი ამაზე ზომით გადმოეცემა საქართველოსაც, თუმცა რადგან არავაჭრობადში 3.5%-მდეა, საშუალო გამოდის 3%.

გვენეტაძის თქმით, სამიზნე 3% ოპტიმალურია 2 ძირითადი ნიშნით. ის ინფლაციით გამოწვეული ხარჯების მინიმიზაციას ახდენს. საკმარისად დაბალია, რომ მოსახლეობაზე გრძელვადიან პერიოდში უარყოფითად ისახოს. ამასთან შესაძლებლობას ტოვებს, რომ ეკონომიკაში ფარდობითი ფასების ოპტიმალურმა ფასებმა  რესურსების ეფექტურ განაწილებას ხელი არ შეუშალოს. 

"ჩვენი მიზანი არ არის ფულის მასის კონტროლი, ჩვენი მიზანია საპროცენტო განაკვეთი იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს", - ალექსანდე რაქვიაშვილს სებ-ის პრეზიდენტის ამ პასუხის ისევე არ სჯერა, როგორც ტრანპორტირების ხარჯზე გაძვირებული ფასების, მოლოდონებით გაზრდილი ინფლაციის და სებ-ის მართული მოლოდინების.

"მოლოდინების მართვას დიდი როლი უკავია", - კობა გვენეტაძემ აქციზის მატებით ერთეჯარადად გაზრდილი ინფლაციის, 2017 წლის მაგალითი მოიხმო, რომელსაც 2018 წლიდან მუდმივად იხმობს. როგორ გაიზარდა  ინფლაცია 2017 წელს 6.7% -მდე, შემდგომ როგორ მიილია და ჩამოვიდა 1.5%-მდე.

მისი თქმით საერთაშორისო საკონტენერო ინდექსი არსებობს (რაქვიაშვილის თქმით არ არსებობს), რომელიც  5-ჯერ გაიზარდა და საბოლოოდ ტრანსპორტირების ხარჯმა პროდუქტიც გააძვირა. 

"2019 წელს ხომ გაგექცათ ინფლაცია", - რაქვიაშვილის კითხვის საპასუხოდაც, სებ-ის პრეზიდენტმა ბევრჯერ ნათქვამი გაიმეორა, რომ მაშინ ტურისტული სეზონის დასაწყისში რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის ჩაკეტვამ განაპირობა. შემდეგ მოლოდინების არხით ბაზარს გადაეცა და მართლაც, მაღალი ინფლაციით, საქართველო იყო გამონაკლისი.

რაქვიაშვილი ფაქტების კონსტატაციამ არ დააკმაყოფილა. როგორც განაცხადა სებ-ის დასკვნებს, სერიოზული არგუმენტების გარეშე, ინტუიტიურად ვერ დაიჯერებს.