თბილისი (GBC) –  იანვარ-აპრილში საქართველოში სულ 318 მლნ-ის 405.2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 5.7%-ით ნაკლებია, ხოლო რაოდენობაში 7.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2022 იან-აპრ: $337.1 მლნ-ის 377.8 ათასი ტ.).

ნავთობისა და ნავთ.პროდუქტების საიმპორტო ფასი 12.4%-ით არის შემცირებული. თუ შარშან 1 ლიტრი პროდუქტის საიმპორტო ფასი $0.89 იყო, წელს მისი – $0.78-ია.

TOP საიმპორტო პარტნიორები, მათგან იმპორტის რაოდენობა და საშუალო ფასი იხილეთ ცხრილში:

#

ქვეყანა

თანხა

მოცულობა

1 ლიტრ. ფასი

 წილი

1

რუსეთი

$212.4 მლნ

302.6 ათასი ტ

$0.7

66.8%

2

რუმინეთი

$47.9  მლნ

55.5   ათასი ტ

$0.86

15.1%

3

თურქმენეთი  

$17.6  მლნ

20.1   ათასი ტ

$0.87

5.5%

4

საბერძნეთი

$9.4    მლნ

8.7     ათასი ტ

$1.08

3%

5

თურქეთი

$7.5   მლნ

4.3     ათასი ტ

$1.75

2.4%

ამ ხუთი ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, ნავთობის მთლიანი იმპორტის 93%-ია.