თბილისი (GBC) - იანვარ-აპრილში რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $848.5 მლნ შეადგინა, რაც 51.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022-იან-აპრ: $559.9 მლნ).

აქედან ექსპორტმა $225.2 მლნ (+44.6% y.y), ხოლო იმპორტმა $622.3 მლნ შეადგინა (+54.3% y.y).

გთავაზობთ რუსეთთან იანვარ-აპრილის TOP სავაჭრო პროდუქციას:

ექსპორტი:

1. ღვინო - $52.4 მლნ-ს 19 მლნ ლიტრი.

2. ფეროშენადნობები - $45.4 მლნ-ს 36.2 ათასი ტონა.

3. მსუბუქი ავტომობილები - $30.6 მლნ-ს 2,150 ერთეული.

4. მინერალური და მტკნარი წყლები - $22.3 მლნ-ს 40.6 მლნ ლიტრი.

5. წყლები (გაზიანი,შაქრით) - $17 მლნ-ს 23 მლნ ლიტრი.

იმპორტი:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $212.4 მლნ-ს 302.6 ათასი ტონა.

2. ნავთობის აირები - $80.4 მლნ-ს 311.6 ათასი ტონა.

3. ფქვილი (ხორბალი,ჭვავი) - $17.2 მლნ-ს 57.2 ათასი ტონა.

4. ბოცები და ბოთლები - $15 მლნ-ს 27.8 ათასი ტონა.

5. ხორბალი ან მესელინი - $13.9 მლნ-ს 44.1 ათასი ტონა.