თბილისი (GBC) - აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2.3%-ით გაიზარდა.

ინდექსის ცვლილება ძირითადად სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასმა გამოიწვია, რომელიც 3.7%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდში, უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი არ შეცვლილა.

რაც შეეხება სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, ის 1.8%-ით არის შემცირებული.

წყარო: საქსტატი