თბილისი (GBC) - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პირველ კვარტალში მილიონ მგზავრს გადააჭარბა(+50% y.y). აქედან 511 ათასი მიღებული მგზავრია, ხოლო 537.3 ათასი გაგზავნილი. საანგარიშო პერიოდში  საქართველოს აეროპორტებში 4 800 რეისი შესრულდა.

პირველ კვარტალში რკინიგზით გადაყვანილმა მგზავრების მოცულობამ სულ 472.3 ათასი შეადგინა(+98.4% y.y).. აქედან 464.4 ათასი ადგილობრივი გადაყვანა, ხოლო 7.8 ათასი საერთაშორისო გადაყვანაა.

პირველ კვარტალში თბილისის მეტრომ  35.6 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც  42%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022/Q1: 25.2 ათასი).