
სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად „მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი საქართველოში ხდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა გაგუა ამბობს, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ნიშური რესტორნებიდან და ბარებიდან მოდის.„სოფელ თამაკონში 3 ჰა ვენახი და ჩვენივე მარანი გვაქვს, სადაც ქვევრებში ვამზადებთ ორგანულ ღვინოს. ძირითადად ორიენტაცია დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე გვაქვს - მეგრული ოჯალეში, ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან, ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ამ ჯიშებიდან 10 სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვამზადებთ. მათ შორის ზოგი არის ბლენდი, ვარდისფერი, ქარვისფერი, თეთრი ღვინოები. რაც მთავარია, ყველა მათგანი არის ორგანული, ყოველგვარი დანამატების გარეშე,“ - ამბობს ზაზა გაგუა, „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.2020 წელს კომპანიამ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობენ.„სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ჩვენ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი სოფელი ნოქალაქევსა და მარტვილის კანიონს შორის მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ამიტომაც ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოებას და სასტუმროს აშენებას, რაშიც თიბისი გვეხმარება.“სამომავლო გეგმები ბევრი აქვთ, მათ შორის ვენახების გაშენება, რაც საშუალებას მისცემთ წარმოება 30-დან 50 ათას ბოთლამდე გაზარდონ. უახლეს გეგმებში კი ახალი საექსპორტო ქვეყნების ათვისება შედის, მათ შორის, წელს, „მარტვილის მარნის“ ღვინო ჩინეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბაზრებზე შევა.
1695887110

„ყოველ წელს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს აღვნიშნავთ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს, უპირველესად, გვახსენდება, ჩვენი ქვეყნისთვის რა ემოციებთან არის დაკავშირებული 27 სექტემბერი - ეს არის სოხუმის დაცემის, მაგრამ, ამავდროულად, გმირობის, თავდადების, გაუტეხელობის, სამშობლოს სიყვარულის დღე და ალბათ სიმბოლურიცაა დღევანდელ დღეს იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოს ძალიან სჭირდება მშვიდობა ერთიანობისთვის, ერთმანეთთან მეგობრობისთვის, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების დაფასებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ზოგადად, ტურიზმი ემსახურება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის სტუმარმასპინძლობა ყოველთვის იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტრადიცია და აღსანიშნავია, რომ დღეს, გლობალიზაციის საუკუნეში, ტურიზმი ჩვენთვის არის არამხოლოდ ამ ტრადიციების დაფასება და პატივისცემა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება.„ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი კვარტალის მონაცემებით, რეკორდული შემოსავალი - 1,8 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან და გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ბოლოს ეს ციფრები ოთხ მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით ტურიზმის ხელშეწყობისთვის, საქართველო მასპინძლობს მილიონობით სტუმარს, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობას ეცნობა და აღიარებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმის ინდუსტრია, განვითარდეს სერვისები, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მსოფლიო რუკაზე საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი საუკეთესო ტურისტული ქვეყნების სიაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ დღეს, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული.„ეს არის ჩვენი ქვეყნის, როგორც წარმატებული ტურისტული ბრენდის მორიგი აღიარება საერთაშორისო არეალზე და პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს წარმატება არ გვექნებოდა, რომ არ გვყავდეს ძლიერი კერძო სექტორი, რომელთანაც ძალიან აქტიურად, ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1695817284

ტურების ფარგლებში, სტუმრები კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.„ასეთი ტურები, ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ჟურნალისტები მომხმარებლებისთვის ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა სტატიას დაწერენ, ინფლუენსერები აქვეყნებენ ამის თაობაზე ბლოგებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში. მათ გამომწერებად ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ჰყავთ. ჯგუფის წევრები არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც ზოგჯერ ისეთი მედია საშუალებისთვის წერენ, რომელსაც, შესაძლოა, შედარებით ასაკოვანი მომხმარებელი კითხულობს და, მეორე მხრივ, ინფლუენსერები, რომლებიც უფრო ახალგაზრდებისთვის აკეთებენ ამას“, - აღნიშნა “ff.k Public Relations”-ის კონსულტანტმა სვენია გუნტერმა.გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით გრძელდება.
1695110390

კურსის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და მეთოდებს, ქართული ღვინის რეგიონებს, ღვინის მრავალფეროვან ჯიშებს და სხვ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები Napa Valley Wine Academy-გან.კურსს წარუძღვება ნაპა ველის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ბუგი (Catherine Bugue).ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან აკადემიასთან თანამშრომლობა არის საუკეთესო შესაძლებლობა, უფრო ფართოდ და საფუძვლიანად იყოს წარმოდგენილი ქართული მეღვინეობის ისტორია, კულტურა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, აშშ-ში.კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
1694770759

კავკასიონის მთების ძირში, რიონის სათავესთან ახლოს მდებარე სოფელი ღები, სწორედ ის ადგილია, სადაც შესაძლებელია სრულად შეიგრძნო მაღალმთიანი რაჭა თავისი ყველა უნიკალური თვისებებით. ადგილობრივი მცხოვრებლები, ომარ ლობჯანიძე და მისი მეუღლე მალგორჟატა უკვე 7 წელია ღებში ტურისტებს მასპინძლობენ. "Ghebi Adventure Holidays"-ამ სახელითაა ცნობილი მათი საოჯახო სასტუმრო, რომელიც ვიზიტორებს სათავგადასავლო და გასტროტურებს, ლაშქრობებს, კულინარიულ მასტერკლასებს, იზოთერაპიას, საცხენოსნო და მთის უსაფრთხოების ტრენინგებს სთავაზობს. სახლი სასტუმრო, რომელიც ოჯახმა დონორების დახმარებით გაარემონტა და აღჭურვა, 15 სტუმარზეა გათვლილი და წელიწადის ყველა სეზონზე მასპინძლობისთვის მზადაა.მალგორჟატამ, საქართველოში არაერთი ვიზიტის შემდეგ, ადგილობრივი მთები, ექსტრემალური საფეხმავლო ბილიკები და საცხენოსნო მარშრუტები შეისწავლა და განავითარა. სათავგადასავლო ტურიზმში კომპეტენციას დაემატა ომარ ლობჯანიძის ადგილობრივი გარემოს, ისტორიისა და ტრადიციების ცოდნა, რამაც განაპირობა ბიზნესიდეის დაბადება.ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, " Ghebi Adventure Holidays"-სთვის მნიშვნელოვანი და გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დახმარება განხორციელდა.„დონორების დახმარებით სათავგადასავლო ტურიზმისთვის საჭირო აღჭურვილობა და ნივთები გადმოგვეცა, რაც მოვითხოვეთ იყო კარვები, საძილე ტომრები, ჯიპიესები, რაციები, ჩვენ გვაქვს საუნა და პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა დუშ-კაბინაც და ასევე სხვადასხვა ინვენტარი, რომელიც მთაში შეგვიძლია გამოვიყენოთ", - ჰყვება მხარდაჭერის შესახებ ომარ ლობჯანიძე.„Ghebi Adventure Holiday" წლის ყველა სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს: ზამთარში სტუმრებს, სთავაზობენ ფრირაიდს-გაუკვალავ თოვლში, ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას, და ციგით სრიალს ხარების გაწევით სთავაზობენ გართობის ეს სახეობა, განსაკუთრებით ასაკოვან და შშმ პირებს მოსწონთ, რომლებსაც ძალიან უყვართ ზამთარი, მაგრამ თხილამურებით სრიალი ფიზიკურად არ შეუძლიათ.„რაჭაში ჯერ კიდევ დაუზიანებელი და ლამაზი ბუნებაა, მზგავსი ადგილი დედამიწაზე დღეს უკვე ძალიან ცოტაა. ცადაზიდული მთები, ულამაზესი მწვერვალები და მყინვარები, უგემრიელესი ქართული სამზარეულო, სტუმრის მიღება-მასპინძლობის ტრადიცია რაჭას მოგზაურობის მოყვარულთა სამოთხედ აქცევს"-ამბობს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მალგორჟატა.საზაფხულო ტურებიდან საინტერესოა 7–დღიანი ლაშქრობა ცხენებით, ველურ ბუნებაში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, მდინარე ჩვეშურასა და ნოწარას ხეობაში. ტური რამდენიმე აქტივობას აერთიანებს: ცხენოსნობას, ტრეკერინგს (ექსპედიცია), კლდეზე ცოცვას, გადარჩენის მინიმალური უნარების გამომუშავებას, იზოთერაპიას (იგივე ცხენებით თერაპია) და საველე სემინარებს.დონორების დახმარებამ, განვითარების საფუძველი და სტიმული გააჩინა. კერძოდ, ომარ ლობჯანიძის და მალგორჟატას უახლოეს გეგმაში, ახალი, კომფორტული სასტუმრო სახლის მოწყობა, ბიოპროდუქტების წარმოება, ახალი ტურისტული მარშრუტების მომზადება-მოწყობა და უკვე არსებული მთის მარშრუტების და ბაზების შენარჩუნებაა.საქართველოს მაღალმთიან რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია და სრულიად დამსახურებულად, დღესდღეობით ღები, მიუხედავად მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, ტურისტულ რუკაზე უკვე საკუთარ ადგილს იკავებს.პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა" ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
1694765339

ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.„მე აქ ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის ღვინის იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა ყველა ძალიან გამოცდილი ღვინის პროფესიონალები არიან. ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა თელავში, ქვევრის ღვინის მწარმოებელ ზაზა კბილაშვილთან სტუმრობით. ახლა ვართ რუისპირის ბიოდინამიურ ვენახში, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ბევრი მათგანი უკვე იცნობს ბიოდინამიურ ვენახებს. ეს არის პირველი ქართული ბიოდინამიური ვენახი, რომელიც მათ ნახეს“, - აღნიშნა სარა ებოტმა.ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს ლანდშაფტისა და ტერუარების, ქართული ღვინის ისტორიის და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ პრეზენტაცია მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ ჩაატარა.ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
1694672413

14 ოქტომბერს წინანდლის მამულში გამართული „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება:· 13:00|ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.· 14:00 -17:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი https://youtu.be/rvlX1T6lQ5A.· 14:00 -17:00 | ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო, მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.· 15:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.· 19:00|სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება https://youtu.be/lYLBTT5wL5o,· 21:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო'ჰორაიზონსი წარდგება https://youtu.be/uQagyRGUYYEფესტივალის ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორია ვიზა.მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი „ჰოუმლენდ ოფ ვაინ მაგაზინ“, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.geთიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისის Visa ბარათებზე ვრცელდება 15% ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.
1694589287

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ჩვენ შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი მივიღეთ, პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5, ალბათ, სავარაუდოდ, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი და ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც, ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო ეფექტურობა ზოგადად ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. ჩემი შეხვედრიდან პრემიერთან, დაახლოებით, 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისები, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს, არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება", - აღნიშნა პრემიერმა.
1694430230

“საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდის გადაღება „ევროპის თერმული ქალაქების ასოციაცია“-სთან თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა, რომლის გენერალურ ასამბლეასაც სწორედ კურორტ წყალტუბოში, 2024 წლის მაისის თვეში ვუმასპინძლებთ. აღნიშნულ ასამბლეას ევროპის 15 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი და კურორტის მფლობელი დაესწრება. სატელევიზიო კომპანია „Globetrotter TV“-ის მიერ გადაღებულ ეპიზოდზე კურორტების განვითარების სააგენტოს საავტორო უფლება ექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს იგი აქტიურად გამოვიყენოთ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას და მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.50 წუთიანი ხანგრძლივობის სატელევიზიო ეპიზოდი 2024 წლის ივლისში, ბრიტანულ სატელევიზიო პლატფორმა Sky Channel-ზე გავა და ხელმისაწვდომი იქნება Amazon Prime & Sky UK აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის 200 მილ-ზე მეტი აუდიტორიისთვის.“საქართველო აღმოჩნდა იმაზე საინტერესო ვიდრე ველოდით. ვფიქრობ რომ სატელევიზიო ეპიზოდი, რომელიც გადავიღეთ უფრო მეტად გაახალისებს მომდევნო სერიას, რადგან სხვა სპა ქალაქებში, რომლებიც აღნიშნული სერიისთვის გადავიღეთ, მომხმარებლები მხოლოდ გაჯანსაღებისთვისა და მკურნალობისათვის ჩადიან, საქართველოში კი ვნახეთ კურორტები, სადაც მომხმარებელს თერმული წყლებით მკურნალობის გარდა სხვადასხვა გასართობ აქტივობასაც სთავაზობენ. სწორედ აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შესახებ ეპიზოდი იქნება რადიკალურად განსხვავებლი და გამორჩეული სხვა ევროპული სპა ქალაქების ეპიზოდებისაგან”- აღნიშნა სატელევიზიო ეპიზოდის წამყვანმა ელენ კოგლანმა.კურორტების განვითარების სააგენტოს შესახებკურორტების განვითარების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება; სააგენტოს ამოცანაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავების გზით.
1694428067

საქართველო წელს ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეის ბაზარი, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია.კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა.
1694419782
3 წლიანი სესხების ვადა დიდი ალბათობით ოქტომბრიდან დაგრძელდება
1695390211
სებ-ს 3 ბანკისთვის ახალი რეგულაცია შემოაქვს
1695744660
თურნავა ბანკებთან კონსულტაციებსაც დამოუკიდებლად მართავს
1695225720
"სილქ ბანკმა" სავალუტო დაკრედიტება გაზარდა
1695036420
ადგილობრივებმა ერთ თვეში ბანკებიდან 5 მლრდ ლარის ვალუტა გაიტანეს
1695834195