სხვა სიახლეები
TBC 8 ოქტომბერს 30 წლის იუბილეს ზეიმობს და ყველა ფილიალს ხურავს

შაბათს, 8 ოქტომბერს, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, თიბისის არცერთი ფილიალი არ იმუშავებს საქართველოს მასშტაბით. ღონისძიებები თიბისის 30 წლის იუბილეს უკავშირდება. შეზღუდულად იმუშავებს კონტაქტ ცენტრიც. მომსახურებას სრულფასოვნად მიიღებთ ჩვენს ციფრულ არხებში და დისტანციურად. წინასწარ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და მადლობა, რომ უკვე 30 წელია ჩვენთან ერთად ქმნით თიბისის ისტორიას!

1664551135

თიბისი ქალების წარმოებული პროდუქციის გამოფენას მასპინძლობს

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რომელიც ექსპო ჯორჯიაში კვირას 09:00 საათიდან გაიხსნება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე დაესწრებიან. „თიბისი მეწარმე ქალების ექსპოს პარტნიორია, რადგან ღონისძიება აერთიანებს თიბისისთვის პრიორიტეტულ სამ მიმართულებას: ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეობის ხელშეწყობას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, განათლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას. ბიზნესის განსავითარებლად და მეწარმეობის წასახალისებლად, თიბისი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ შორისაა პროგრამა სტარტაპერი, რომელშიც ბევრი მეწარმე ქალია ჩართული. თიბისისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური პასუხიმგებლობაცაა, რომლის მიზანია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და ამასთან, საზოგადოებაში თანასწორობის მიღწევა და მრავალფეროვნების წახალისება,“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც  ადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამა ელით ვიზიტორებსაც: გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თიბისი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.საქართველოს პარალელურად, ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში - თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

1664547988

პუტინმა უკრაინა 2014 წელს ომის დაწყებაში დაადანაშაულა

პუტინის განცხადებით, საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამას აღარაფერი ეშველება, თუმცა იმ მილიონობით ადამიანი,რომელთაც საერთო ენა და საერთო ტრადიციები აქვთ ერთად უნდა იყვნენ.პუტინმა უკრაინა 2014 წელს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.პუტინის განცხადებით, დასავლეთს არ უნდა,რომ რუსეთში ცხოვრობდნენ თავისუფალი აზრის მქონე ადამიანები. მისი განცხადებით, დასავლეთს რუსეთში უნდა მხოლოდ მონების ყოფნა.პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები, დრეზდენის,კელნის და სხვა გერმანული ქალაქების ,,მიწასთან გასწორებაში'' დაადანაშაულა. პუტინმა განაცხადა,რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამის აუცილებლობა არ იყო.

1664542424

ევროზონაში, სექტემბრის ინფლაციამ 10% შეადგინა

გამოცემა წერს,რომ აღნიშნული ინფლაციის ნიშნული სტიმულია ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რათა კიდევ  გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.ევროსტატის ინფორმაციით აღნიშნული ინფლაციის ნიშნული 19 ქვეყნის საშუალო ინფლაციური ნიშნულია.სექტემბერში ევროზონაში ენერგიაზე ფასი 41%-ით არის გაზრდილი.

1664535841

რუსების მიერ ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდ...

2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. IDFI-ის მონაცემებით,  წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა. 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში დაფიქსირებული 2032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა.

1664534926

პრემიერ–მინისტრი 2023–ში ეკონომიკის 5%–იან ზრდას პროგნოზირებს

„რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ გაისად, 2023-შიც საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტი, ამავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას. კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში“, - თქვა პრემიერმა.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი.„ეს არის კონსერვატიული, ხაზგასმით მინდა ვთქვა, კონსერვატიული შეფასება და დაგეგმვა. 5%-იანი ზრდის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ თითქმის 80 მლრდ ლარს, მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 აშშ დოლარს უტოლდება. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ რა მოცულობა იყო და მშპ რამდენს შეადგენდა 2020 წელს, მაშინ იყო 50 მლრდ ლარი მშპ და 2021-ში იყო 60 მლრდ. ანუ ჩვენ რაღაც სულ 2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მლრდ დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალური სურათი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი მშპ გამოდის თითქმის 7 500 აშშ დოლარი, 4 800 აშშ დოლარი იყო მანამდე. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგი სულ რაღაც 2 წლის, არც კი განმავლობაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1664534547