თბილისი (GBC) - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო,  ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 14.6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 27 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს 13:00 საათზე სრულდება.

ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.

​კანდიდატმა სამუშაოების შესრულება უნდა დაასრულოს, ხელშეკრულების დადებიდან 18 თვე. საგარანტიო ვადად კი განსაზღვრულია, მიღება ჩაბარების აქტიდან 5 წელი.

კანდიდატის მოთხოვნების მიხედვით, მონაწილეს უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ჯამურად არანაკლებ 14 მლნ ლარის ან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 5 მლნ ლარის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, არქიტექტორი, ინჟინერ-მშენებელი, სახურავების ოსტატი, კედლის მხატვრობის რესტავრატორი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.