თბილისი (GBC) – ანაკლიის პორტის ტენდერში შვეიცარიული კომპანიის  გამარჯვება ეეჭვება დეპუტატ რომან გოცირიძეს. მისი აზრით, საბოლოოდ  ისევ ჩინურ-სინგაპურული კომპანია გავა ფინალში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კერძო პარტნიორის შესარჩევ მე-2  ეტაპზე 2 კომპანიის შვეიცარიულ-ლუქსემბურგულის და  ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გადასვლაზე, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენის ფარგლებში განაცხადა.

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებისთვის გოცირიძემ დაადანაშაულა ქუმსიშვილის შემდეგ მოქმედი ყველა მინისტრი, მ.შ. ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირების წესში ფარცხალაძისთვის გამონაკლისით, მისივე თქმით, „ჩამოაქცია მთელი საფინანსო სისტემა“.

გოცირიძის და სხვა ოპოზიციური დეპუტატების თქმით, ანაკლიის პორტის 12 წლით გაჩერებით ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე ათეული მილიონი. პორტი კი კარგავს გეოპოლიტიკურ ფუნქციას და რჩება მხოლოდ ჩინური ტვირთების გამტარად.

"და აქ ჩინოფობია არაფერ შუაშია“, - გოცირიძის თქმით, აბრეშუმის გზის კონცეფციის პრიორიტეტი ქვეყანას 90-იანი წლებიდან აქვს და მხარს უჭერს. საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა დაიწყო ახირებული თეზისით: „რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში“.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების შეფასებები თითქმის იდენტური იყო. ანაკლიის პორტის აშენებაში ყველას ეჭვი ეპარება, მიაჩნიათ რომ „ბლეფია“.

ამასთან, დეპუტატების ნაწილი ითხოვს ნათია თურნავას პრეცედენტული ცვლილების ამოღებას სანქცირების რეჟიმების აღსრულების წესიდან, რადგან ამ მიდგომით, ხაზარაძე/ჯაფარაძეც უნდა დაეცვა კონსტიტუციას.