თბილისი (GBC) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარიზის მინისტერიალში მონაწილეობს, სადაც პასუხისმგებლობიანი  ბიზნესის ხელშეწყობისა და გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობას განიხილავენ.

გენადი არველაძე მოხსენებას გააკეთებს სესიაზე, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები. მინისტერიალი OECD-ს გენერალურმა მდივანმა მათიას კორმანმა გახსნა. შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა OECD - ს  დირექტორთან ანდრიას შაალთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე განიხილება თბილისში, 2023 წლის ივნისში დაგეგმილი  OECD-ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი.