NEXT, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიაში და ესპანეთში ოპერირებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
საერთაშორისო დეველოპერული ბრენდი NEXT-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს.
პროექტები ხორციელდება Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resort -თან პარტნიორობით.
BAG-ის ინფორმაციით, NEXT 3 კონტინენტზე, 6 ქალაქში ოპერირებს და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.