თბილისი (GBC) - Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით განხორციელდა.
ამავე კვლევიდან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის 83% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.