თბილისი (GBC) - გადარიცხვის 0.07% -იან საკომისიოს ბაზისბანკიც ცვლის. 1 მაისიდან სხვა ბანკის ანგარიშზე  გადარიცხვის ცვლად ტარიფებს ფიქსირებული ცვლის. 

არსებული 0.07%, მინ. 0.90 ლარის ნაცვლად ფიქსირებული 1 ლარიანი საკომისიო დაწესდება 1 000 ლარამდე, ₾ 10 000 -მდე -₾2 და 100 000 -მდე ₾5  და ₾100 000 - დან ₾50. იცვლება იურიდიული პირის მომსახურების ტარიფიც, მოცულობის პროპორციულად -1/5/10/100 ლარი. 

დისტანციურთან ერთად  ფილიალიდან გადარიცხვებიც განახლებული სატარიფო სქემით იწარმოებს. იურიდიული პირებისთვის საკომისიო 4/10/20/200 ლარით  განისაზღვრება. საცალო მომხმარებლისთვის 4/10/100 ლარით.

სავალუტო ტრანზაქციებზე ტარიფები ნარჩუნდება. სამაისოდ, მომსახურების პირობებში სხვა ცვლილებები არ შედის.  მანამდე, სამომხმარებლო სესხის მინიმალური ლიმიტი გაიზარდა, ₾500 -მდე. განვადება კვლავ ₾200-დან გაიცემა (₾ 10 000 -მდე), რომელიც მხოლოდ  ჰუალინგის (სავაჭრო ცენტრი) მაღაზია-სალონებში მოქმედებს. 

(ბიზნესპარტნიორი)