თბილისი (GBC) - პეივ ბანკმა 4 თვე ზარალით დაასრულა.  ციფრულ ბანკს საოპერაციო საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს. ხარჯი (878 000) შემოსავალს (100 000) აღემატება.

ჯერ პროდუქტებსა და სერვისებზე, შეთავაზების პაკეტებზე მუშაობს. მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ პარტნიორებთან.

„ჩვენი მიზანია ყველა ზომის ბიზნესისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. სავალუტო სერვისებზე, კორპორაციული ხაზინის  და გლობალურ საბანკო ინფრასტრუქტურაზე ჩვენი წვდომა საერთაშორისო ინვესტორებისა და საწარმოების წინაშე უფრო მიმზიდველს ხდის“, - აღნიშნავს სალიმ დანანი, „პეივ ბანკ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, რომელმაც ბიზნემედიას გასულ კვირას საკორესპონდენტო ბანკების ქსელის გაფართოებაზე აცნობა – აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და თურქეთში.

დანინს ევროპის მიმართულებაზე, მედიასთან დეტალურად არ უსაუბრია (ის რამდენიმე ტელევიზიას სტუმრობდა და მედიაგამოცემას მოუყვა პროგრამირებადი ბანკის გეგმებზე)

ჯერჯერობით, ევროპაზე, საბაზრო უპირატესობაში პეისერაა, 7-ევროიანი საკომისიოთი, რასაც SEPA-ში (ევროს ერთიანი გადახდის სივრცე) ჩართულობა განაპირობებს.

თუმცა პეივი, ციფრულ ბანკებში ყველაზე მსხვილია, 37.4 მლნ ლარის აქტივებით. (პეისერა - 24.3 მლნ; ჰეში: 36.2 მლნ)

პეივი დეპოზიტებითაც ყველაზე მსხვილია. ბანკში იურიდიული პირების 27 მლნ ლარის ანგარიშებია (პეისერა - 2.07 მლნ).

დანინის თქმით, ის ბიზნესს სერვისების პერსონალიზებას შესთავაზებს, რაც პეივის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს. ბანკის სტრატეგიაანდიდი ტექნოლოგიური გარღვევების, მარტივად, გასაგებ სერვისებად შეფუთვა.

პეივი სესხების გაცემაზეც ფიქრობს და დანინი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური ფორმაა შესარჩევი, რადგან სამომავლოდ რისკის შეფასება დრამატულად შეიცვლება.

 

 

 01.05.2025

   01.05.2024

 აქტივები

37.4

5.5

 სა-% შემოსავალი

0.314

0.122

 ანგარიშები

26.950

0

 წმინდა მოგება (ზარალი)

(0.141)

(0.117)

 საწესდებო კაპიტალი

8.052

5.062

წყარო: პეივი&BRG                                                      (მლნ ₾)