თბილისი (GBC) - სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, -
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სებ-ს და სსფ-ს კომუნიკაცია არასოდეს შეუწყვეტიათ და თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების მიმართულებით მიმდინარეობდა. მაშინაც კი როდესაც მიმდინარე პროგრამა შეჩერდა, დაპაუზდა, მაგრამ ამავდროულად არ შეჩერებულა.
მისი თქმით, ფონდი ბევრი მიმართულებით გვიწევდა და გვიწევს დახმარებას და ახლაც აქ იმყოფება მისია.
მე-4 მუხლის მიმოხილვის ფარგლებშიც მრავალმხრივი განხილვაა შესაძლებელი, მ.შ. ახალი პროგრამის პერსპექტივებზე.
სებ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტი გაიხსენა, სადაც ორმხრივად გამოითქვა თანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი.
"გავაგრძელოთ თანამშრომლობა კვლავინდებურად, რადგან სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და ასეთ პარტნიორ რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც გახსოვთ IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამა, 36 თვის ვადაში შესასრულებელ ვალდებულებებზე იყო მიბმული.
ფონდს კითხვები ჰქონდა სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე, რომლის კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო
ეს იყო 2023-ის თებერვალში, ივნისში კი პარლამენტი საკითხს მიუბრუნდა (რუსული კანონის მსგავსად, თუმცა განსხვავება იყო დროის ინტერვალში 1 წლიანი და ნახევარწლიანი) ვეტო დაძლია და თურნავა I ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ამას დაერთო, თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე საგამონაკლისო წესის მიღება, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ფარცხალაძის დასანქცირებას დაუკავშირეს.
მე-3, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხი იყო.