თბილისი (GBC) - ლარის ჩვენი სუვერენობის სიმბოლოა, -სებ-ის პრეზიდენტმა ლარის საიუბილეო წლის აქტივობები წარადგინა კონფერენციაზე,

"ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“, რომელშიც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.

ლარის 30 წლის იუბილეზე, ეროვნული ვალუტის მიმართ დამსახურებულ ნდობაზე აღნიშნა რაც კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. ყურადღება გაამახვილა საფრთხეებზე, მ.შ. ინფლაციაზე წნეხის გამომწვევ გეოპოლიტიკურ რისკებზე. და რეგიონულ ჭრილში მათი მინიმზაციის ერთობლივ  ღონისძიებებზე. 

აღნიშნა, რომ ბევრი რეგიონალური პროექტი უკვე განხორციელდა, ნაწილი პროცესშია.

"ეს ჩვენ გვაერთიანებს. ამიტომაც რეგიონალიზაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შუა დერეფნის ფარგლებში, უფრო ფართო რეგიონში, რა თქმა უნდა ევროკავშირთან, რა თქმა უნდა აზიის სხვადასხვა რეგიონთან ძალიან ძლიერი მესიჯია ჩვენი მხრიდან და ასევე ძალიან ძლიერი საშუალება, რომ წინ აღვუდგეთ ერთობლივად სხვადასხვა რისკს და სხვადასხვა ახალ გამოწვევას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წელს ლარის მიმოქცევაში გასვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია თბილისში, 30-მდე  ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით.

მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.