საქართველოს ბანკის განცხადებით, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებს განაგრძობს.

აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლი გრძელდება. ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 11 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება ლექცია თემაზე - 

ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“, რომელსაც minds&marketing-ის დამფუძნებელი, მარიამ ბებიაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ძლიერი ბრენდის შექმნით ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრონ. შეხვედრაზე განხილული იქნება ბრენდის შექმნის პროცესი - რა ეტაპები უნდა გავიაროთ იდეის გაჩენიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე. თუ  როგორ შეუძლია ბრენდს, განსაზღვროს ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება.

მარიამ ბებიაშვილი ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ ვაქციოთ იდეა იდენტობად და ხელშესახებ ბრენდად?
  • როგორ ავაშენოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდი, რომლის მისიის გარშემოც ბევრ ადამიანს შემოვიერთებთ?
  • რა ეტაპები უნდა გავიაროთ ბრენდის შექმნის პროცესში?
  • როგორ განსაზღვროს ბრენდმა ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება?
  • რა როლს თამაშობს ბრენდინგი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში?

შეხვედრა 11 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ბიზნეს სესიაზე რეგისტრაცია 

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის (საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები...)