თბილისი (GBC) - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული წესით, 5000 ლარით დააჯარიმა.
ზურაბიშვილი Facebook-ზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოტოსაც აქვეყნებს.
საქმე ეხება 3 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სადაც, როგორც ზურაბიშვილი წერს, ნამდვილად იმყოფებოდა.
„აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.