თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 27 აპრილი – 1–ლი მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა ქართულმა კომპანიებმა, წინა კვირასთან შედარებით, აქციების ფასების ვარდნა განიცადეს. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით, სამივე კომპანია პლუსშია.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 108.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.72% წინა კვირასთან შედარებით და +11.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 104.90 - 111.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.14% წინა კვირასთან შედარებით და +10.45% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 142 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 49.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.67% წინა კვირასთან შედარებით და +1.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 188 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.15 - 41.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.