თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 19–23 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები მინუსში გავიდნენ როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.30 - 127.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.09% წინა კვირასთან შედარებით და -10.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 50.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და - 7.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 43.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.